რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ სმიტმა CNN-თან განაცხადა:
“რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი აქ რუსეთს უკავია და იმას, თუ როგორ მართავს ამ ქვეყანას პუტინი. აქ არა მხოლოდ უკრაინაში ჩადენილ საშინელებებზეა საუბარი, არამედ იმ ხალხზე, რომელიც მას არ ეთანხმება და ცოტა ხანში იდუმალი სიკვდილით კვდება. ზოგი საავადმყოფოს ფანჯრიდან ვარდება, ზოგი იწამლება და ასე შემდეგ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამის წინააღმდეგ, დაგმოს რუსეთი და დაგმოს პუტინის ქმედებები. აშშ-ის მიერ შექმნილ კოალიციაში 54 ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ეხმარება, მაგრამ მსოფლიოში კიდევ არის ბევრი ქვეყანა, რომელსაც ამაში წვლილის შეტანა შეუძლია. ნაცვლად ამისა, ისინი განზე დგანან, რითაც პუტინს ეხმარებიან, რომ ეს ყველაფერი შერჩეს.”
კომენტარები