• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, შაბათი, 16 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა სამართალდაცველი, ვინც მიიღო დაზიანება, დაზარალებულია ნიკა მელიას მხრიდან – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:42 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„შარლ მიშელმა თქვა რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი. დანარჩენი, ჩვენ ვხედათ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარს, ასევე შეთანხმების შინაარსის საერთო სულისკვეთებას, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უბრალოდ არასწორია.

ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს. არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება, შეეხოს ამნისტია, რაც კონვენციის მეორე, მესამე მუხლებითაა გათვალისწინებული, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამნისტიის შესახებ კანონში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, გაგაცნობთ დეტალებს, როგორ იქნება გაწერილი ამნისტიის შესახებ კანონი, ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ არა იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ჩემი კოლეგების პოზიცია და ამაზე ვიმსჯელებთ.

თანასწორობის პრინციპი თუ არ იქნება დაცული, ნებისმიერი შესაძლო პირი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოიგებს სარჩელს ამნისტიიის კანონის წინააღმდეგ, შესაბამისად, ჩვენ გამართული კანონი უნდა წარვუდგინოთ პარლამენტს და მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია, რომ თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებსაც, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომელთა მიმართაც შეიძლება, აღსაძრავი იყოს საქმე, ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა თანასწორობის პრინციპი, ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა.

მელიას მიმართ საუბარია ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული, ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით  შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად, მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ახლა ახალი პოლიტიკური სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ ჩვენ რაღაცა საფუძველი, როდესაც მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მემგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება, შესაბამისად, სჯობს ალბათ ეს არ ჩაიწეროს, თუმცა დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან. თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ რაღაც ასე ჯობია ან ისე, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ. მე როგორც ვიცი, ორივე მხარეს არიან ადამიანები, ვისაც აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამართლამდაცავი ორგანოების წარმომადგენელთაგან ვინც მიიღო დაზიანებები, ყველა არის დაზარალებული, მე ასე ვიცი. მელიას მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ შტურმი დაიწყო მისი მოწოდებით. შტურმი პარლამენტში დაიწყო მელიას მოწოდების საფუძველზე, ამაზეა საქმე აღძრული, შესაბამისად, ვინც დაზიანდა ამ შტურმის საფუძველზე, ყველა არის დაზარალებული“

შეგახსენებთ, პოლიტოლოგ, გია ხუხაშვილის თქმით, კონვენციულ დანაშაულს ისედაც არ შეეხება ამნისტია და მასზე საუბარი სრული აბსურდია – “საუბრობენ იმაზე, რომ კონვენციულ დანაშაულს არ შეეხება ამნისტია, რაც სრული აბსურდია, კონვენციურ დანაშაულს ისედაც ვერც შეეხება, ამ ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებები, ჩვენ კანონმდებლობაზე მაღლა დგას და ამ ტიპის კანონის მიღება იქნებოდა უკანონო.”

“ოცნების” გეგმა და ოპოზიციის შეფუთული “გამარჯვება” – სრული აბსურდი ოპოზიციის არგუმენტში – გია ხუხაშვილი
თეგები: ირაკლი კობახიძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved