• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა მმართველი უნდა იყოს მსახური მოსახლეობის, ჩვენ ვართ დაქირავებული გარკვეული პერიოდით და უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, თავდადებით, თავგანწირვით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:48 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, საქმე არის გასაკეთებელი ძალიან ბევრი, სოფლად, ქალაქში, ყველგან, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიან მომსახურებაზე, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება. ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი. ოპერატიულად უნდა გადავუწყვიტოთ ყველა პრობლემა  და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე.

მერი და ზოგადად, ყველა მმართველი უნდა იყოს მსახური ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ ვართ დაქირავებული გარკვეული პერიოდით და უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, თავდადებით, თავგანწირვით. ამის მაგალითი უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, სხვანაირად, უბრალოდ, საქმე წინ ვერ წავა და ვერ დავდებთ შედეგს, პროგრესს. მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე. შრომა იქნება ჩვენი მთავარი გამოსავალი.

ვიმყოფებით რა, ჩვენი მთავარი იდეოლოგის და ჩვენი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიწაზე, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ამ უნიკალური ქვეყნის და უნიკალური  ხალხის წინაშე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდად, მტკიცედ და სტაბილურად. უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

მე ვიცი, რომ ყვარელში ბევრი რამ გაკეთდა, მანამდეც და ახლაც, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა როსტომ სესიაშვილს მისი გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და სიყვარულით ემსახურება და ემსახურა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტს“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved