• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ…” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:37 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“ბოლო ორი დღის მანძილზე არა ერთ კომენტარს გავეცანი. ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ:

1. ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა! კოდორი და ახალგორი უომრად დათმეს!

2. ქვეყნის ღალატია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც ნაცმოძრაობამ აღიარა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო!

3. ქვეყნის ღალატია, როცა ხელისუფლება ხარ, ზუსტად იცი, რომ არავითარი ნატო არ გაგაწევრიანებს და მაინც განაგრძობ შენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ოდესმე იქ შეხვალ! ამასობაში, საკუთარ ქვეყანას უმძიმესი საფრთხეების ქვეშ აყენებ და ვითომ არ გესმის, რა საფრთხეებია, ვითომ არ ხედავ, ვითომ არ იმჩნევ. იმიტომაც დაიწერა ჩვენი ღია წერილი, რომ ეს უმძიმესი საფრთხე როგორმე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. რატომ არ შუქდება საქართველოში, რა განცხადებები კეთდება რუსეთში, რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამხრეთის ოლქის ჯარების სარდალი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი? პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად, სამხედრო-ტექნიკურ ზომებს გამოიყენებენ! მერე რა, ამას ადრეც ხომ ამბობდნენო?! ადრე რომ ამბობდნენ, ის ტონი და დღეს რომ ამბობენ, ეს სიბრაზე თუ ვერ გაგირჩევია, პოლიტიკაში რა გინდა?!

4. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოითხოვა ინაშვილმაო. ყველა ამ სამარცხვინო ბრალმდებელს ვეუბნები: შარლ მიშელის და დანიელსონის ვიზიტები და თქვენი მონური მორჩილება რა იყო? ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი რატომ უნდა გადაეწყვიტათ უცხო ქვეყნების დიპლომატებს?! ეს კი არა, მიშელის დოკუმენტს ლამის კონსტიტუციის წონა მიანიჭეთ. ნულპროცენტიანმა ვაშაძემ ილია ჭავჭავაძის სახელი კი არ დაარქვა ფრაქციას, მიშელის ფრაქცია დაირქვეს. აი, ასე გესმით ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამას გარდა, რა განცხადებებსაც ზოგიერთი ელჩის, მათ შორის ამერიკის ელჩის მხრიდან ვისმენდით ლგბტ პრაიდის დღეებში, ეს ქვეყნის შიდა საქმეეში ჩარევად არ მიგაჩნიათ, არა?! მე მიმაჩნია და ამაზე ღიად ვლაპარაკობ!

5. ქვეყნის ღალატია, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. 2020 წლის არჩევნები გააყალბა ლგბტ პარტიების შესატანად პარლამენტში! პირდაპირ ვამბობ: ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება. ამერიკელებთან ერთად იწერება, ვის რა პროცენტი უნდა მიანიჭონ. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ ეს, დაიჯერეთ ეს და დაინახეთ ეს.

6. კომენტარის ღირსად არ ვთვლი იმ ორიოდ, ვითომ პოლიტიკოს მანდილოსანს, რომლებსაც -1 მხარდაჭერა აქვთ და ჩემს რეიტინგზე “დარდობენ”.

7. “ქართული ოცნების” დეპუტატს, ვინმე სარჯველაძეს კი, რომელმაც ენა ამოიდგა და სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა, ვპასუხობ: ვინა ხარ საერთოდ, საიდან მოხვედი? რა გაგიკეთებია შენი სამშობლოსთვის? ან აფხაზეთის ომის დროს სად იყავი, ან სამაჩაბლოს ომის დროს, ან აგვიტოს ომის დღეებში სად ბრძანდებოდი? სააკაშვილის რეჟიმს რომ ვებრძოდით, რომელ საადვოკატო კანტორაში იმალებოდი, დღეს რომ გამომზეურდი?! ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს და ჩემი ქვეყნის ერთგული რომ ვარ, ამიტომ ვიტან ამდენ ლანძღვა-გინებას. ამერიკულ “ჯაველინებს” ვყიდულობთ 30 მილიონადო, ბავშვური აღტაცებით რომ ხარობს შენი გუნდი, თქვენი ტვინი იმას ვერ ხვდება, რომ ეს თემა აი, ამ წუთებში რუსეთს კიდევ უფრო აბრაზებს და ჩვენი წერილი ვითარებას მხოლოდ განმუხტავს?! ომი რომ დაიწყოს, “ქართული ოცნების” შენნაირ (ხაზს ვუსვამ, შენნაირებს ვგულისხმობ) რამდენ დეპუტატს ვნახავ წინა ხაზზე, გვარები მომწერე. ნაცმოძრაობაზე არაფერს ვამბობ, საკუთარ ავტომობილებს გაასწრებენ წითელ ხიდთან.

8. ირმა ინაშვილი ვინაა, რატომ წერს ასეთ ღია მიმართვასო. ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ. არ მინდა ომი. მინდა მშვიდობა. ვხედავ, დღითიდღე იძაბება ვითარება რუსეთთან, ეს გულს მიმძიმებს და მინდა, სასიკეთო გარდატეხა მოხდეს, გადაიდგას ნაბიჯი დაძაბულობის განმუხტვისთვის. არა მაქვს ამისი უფლება? მაქვს!

9. ახლა მათ საყურადღებოდ, ვისაც აგენტობაზე ლაპარაკი პროფესიად ექცა. აგენტები ღია წერილს არ წერენ, მეცინება ამ კომენტარზეც კი. აგენტი რომ იყო, მეორე მხარისთვის რაიმე ფასეულ ინფორმაციას უნდა ფლობდე, რა ინფორმაციას ვფლობ მე ან ჩვენი გუნდი? მხოლოდ საჯაროდ ვმოქმედებთ. აგენტი რომ იყო, ჯაშუშურ ქსელს უნდა აკონტროლებდე და რაღაცა დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდე, ან რა ჯაშუშური ქსელი მაქვს და ან რა დესტრუქცია მოვუწყე სახელმწიფოს?! ვაი, თქვენს პატრონს, მართლა. სინამდვილეში აგენტები ხართ თქვენ!!! არ გიყვართ თქვენ ეს ქვეყანა, მზად ხართ გაწიროთ და ამას არ გაგაკეთებინებთ, ვიდრე ცოცხალი ვარ! იმას არ ვიტყვი, რომ შემეძლო და არ ვიმოქმედე. გავაგრძელებ მოქმედებას!”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved