“ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ, თქვა:
„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად შეთითხნილი, მაგრამ ამის მიუხედავად მეგონა, რომ უფრო საინტერესო კითხვებს დასვამდნენ, თუმცა არაფერი საინტერესო აქ არ იყო, სრულიად აბსურდული კითხვები დასვეს, თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. დაკითხვებზე დაბარება არის პირდაპირი მნიშვნელობით დაშინების მცდელობა ახალგაზრდების. მთელი ეს პროცესი – დაკითხვა, საქმის აღძვრა არის სისულელე, ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული.“ – განაცხადა ტიტე გედენიძემ
კომენტარები