• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ხელისუფლების დედა მოვტ@ან – როგორც ყოფილი “კაგებეშნიკი”, ისევე არ არსებობს მთლიანად კარგი ხელისუფლება”

ალია ავტორი - ალია
02:01 02-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

სამოქალაქო აქტივისტი, დავით მარდალეიშვლი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ხალხნო, არანორმალური უნდა ვიყო, დღეს, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით კმაყოფილებას რომ გამოვხატავდე და ვერ ვხედავდე, ამაში ხელისუფლების ბრალს, ოღონდ, მინდა იცოდეთ, რომ როდესაც ოპოზიციას ვაკრიტიკებ და ხშირად, ეთიკის ფარგლებსაც ვცდები, მხოლოდ “ნაცებს” და მათთან “დაძმაკაცებულ” პარტიებს და პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რომლებიც თვლიან და ხმამაღლა ამბობენ, თითქოს მიშას უზარმაზარი სახელი აქვს დამკვიდრებული მსოფლიო პოლიტიკაში, მას პატივს სცემენ და მის გარეშე, ვერაფრით მოხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება. სამწუხაროდ, ასეთ პოზიციაზეა, დღეს, ოპოზიციის უმრავლესობა, მაგრამ არის რამდენიმე პიროვნება, რომელიც არ ეთანხმება და არც უერთდება “ნაცებთან” გაერთიანებას. მათ პატივს ვცემ!


ჩემთვის, მიშას პოპულარობა, ჰეროსტრატეს სინდრომია, რომელმაც ისტორიაში დასარჩენად, არტემიდეს ტაძარი გადაწვა და მიაღწია კიდეც საწადელს. მიშაც ასეა, ყველაფერს კადრულობს “ნა პლავუ” დასარჩენად!
ზუსტად ვიცი, ოპოზიციამ თუ გაიმარჯვა, ეს ვითომ ოთხ ნაწილად გაყოფილი “ნაცები” კვლავ გაერთიანდებიან, ვინც მათ არ შეეკვრება ყველას გვერდზე გასწევენ და თავად ჩამოაყალიბებენ ახალ მთავრობას, ყოველგვარი კოალიციის გარეშე!


ისიც ზუსტად ვიცი, რომ მიშას და გვარამიას იმხელა ბოღმა აქვთ “ქოცების” და მათი მხარდამჭერების უმრავლესობის მიმართ, რომ დაჭერებიც იქნება და ახალი რეჟიმის შექმნის მცდელობაც, სადაც ისევ დაბალი რანგის ჩინოვნიკები და უბრალო ხალხი დაზარალდება, თორემ ბობოლა “ქოცებსაც” ისევე ხელშეუხებლებს დატოვებენ, როგორც “ქოცებმა” – ბობოლა “ნაცები”! ნუ, რა თქმა უნდა, თავიდან “ლაითად”, რაც უკვე გამოვცადეთ. თანდათანობით შევლენ ეშხში და იგივე სისასტიკეს დაამყარებენ! აი, მერე რა გავაკეთო?! გუბაზას მოვუ@@ნა პატრონი, შალიკოს, დავითაია-ქარდავას, თუ ვალერი გელბახიანს?! …და რას გვიშველის ეს, თუნდაც ყველას ერთად დავერიოთ?!
ახლა, ბარემ, იმასაც გეტყვით, რასაც “ქართული ოცნების” შეცდომად, თუ დანაშაულად ვთვლი, “ქოცი” რომ არავის ვეგონო:


“ქართული ოცნების” ხელშეწყობით, იმდენად გაძლიერდა “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც არასდროს – თვით ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელსაც კი.
“ქართულმა ოცნებამ”, მიუხედავად დაპირებისა, არ აღადგინა სამართლიანობა (“ვერ” გამორიცხეთ!), “ნაცებისგან” “ბუა” შექმნა, რომელსაც ადვილად გადააბრალებდა ყველაფერ ცუდს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, საკუთარი თავის გადასარჩენად.


ყველაზე მეტად კი ის მტკენს გულს, რომ ვხედავ, სულხან მოლაშვილის, ამირან რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის და სხვა, უამრავ შვილმკვდარ მშობელს, რომელიც დღესაც, ისევე როგორც “ნაცების” დროს, ითხოვს მათი ოჯახების დანგრევაში დამნაშავე პირების საკადრისად დასჯას!
“ქართულმა ოცნებამ”, მიუხედავად დაპირებისა, არ შეცვალა ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც “ნაცებმა” შექმნეს და მართალია, მათი ინტენსივობით არა, მაგრამ “ქოცებიც” აგრძელებენ ადამიანების იმავე მუხლებით დაპატიმრებებს, რომლითაც “ნაცები” მოქმედებდნენ (სხვათა შორის, ეკა ბესელია იყო ამის წინააღმდეგი, ხელისუფლებაში მოსვლამდე).
მოქმდებს ძალიან უაზრო, არაეფექტური საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა, რისი შედეგიცაა, უცხოელი “მეგობრების” ასეთი შემოტევა და მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება!


კვლავ გრძელდება ხელისუფლების რამდენიმე “ბედნიერი” რჩეულის ბოგინი ქვეყანაში, ყოველგვარი დამსახურების გარეშე!
ნუ, აღარაფერს ვამბობ, მოსახლეობის და თვით “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის სრულიად გაუგებარ საკადრო პოლიტიკაზე, რასაც საზოგადოების ჯიბრზე ახორციელებს ხელისფლება!
დაბოლოს, “ქართულმა ოცნებამ”, ამ და სხვა უამრავი შეცდომით და დანაშაულით, ადამიანებს მომავლის და ხელისუფლების დაპირების იმედი გაუქრო!


შეიძლება, რაღაცები გამომრჩა კიდევაც, მაგრამ “ქართული ოცნება”, მთელი ჩამოთვლილი და სხვა ნებსითი თუ უნებლიე შეცდომებით, მაინც მირჩევნია “ნაცების” რეჟიმს, სადაც უბრალოდ, საშიში იყო ცხოვრება!


ამის თქმა მინდოდა! ისე კი დასკვნის სახით, დავამატებ: ყველა ხელისუფლების დედა მოვტ@ან – მათი ცუდ-კარგობა შედარებითია მხოლოდ და როგორც ყოფილი “კაგებეშნიკი”, ისევე არ არსებობს მთლიანად კარგი ხელისუფლება! საერთოდ კი, ვერაფრით ამიხსნია, მთავრობის იმ დონეზე სიყვარულო, რომ მზად ხარ, მის გამო ეჩხუბო და მოიძულო დიდი ხნის მეგობარი და ოჯახის წევრიც კი!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved