ინფექციონისტი, ეპიდემიოლოგი, მაია ბუწაშვილი:
როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს — როგორ თუ არ მჭირდება?!
არ სჭირდება, არა!!! ყველა ანტიბიოტიკს არ სჭირდება „მისაყოლებელი“ წამლები!უკვე სათვალავი ამერია, მერამდენედ ვწერ და ვამბობ ამას, მაგრამ მგონი, უბრალოდ არ უნდათ ადამიანებს ამის გაგება.ახლა ქვემოთ წავა კომენტარები — „ექიმებიც ნიშნავენ“, „ფარმაცევტები გვთავაზობენ“. ამაზეც უამრავჯერ მაქვს პასუხი გაცემული — ის, რომ ვიღაც ნიშნავს ან გვთავაზობს, არ ნიშნავს, რომ ეს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულია.ყველაფერს რომ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებით, ესეც ჰკითხეთ ერთხელ — სჭირდება თუ არა ანტიბიოტიკს ყველა შემთხვევაში „მისაყოლებელი“ წამლები და ნახეთ, რას გიპასუხებთ.ევროპელი და ამერიკელი ექიმები რომ არ ნიშნავენ რუტინულად ამ პრეპარატებს, ეზიზღებათ თავიანთი პაციენტები?დიახ, არსებობს გამონაკლისები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს პრობიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან „კუჭის დამცავი“, მაგრამ ამისთვის კონკრეტული სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს და არა უბრალოდ ის ფაქტი, რომ პაციენტი ანტიბიოტიკს იღებს.მედიცინა მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა დამკვიდრებულ ჩვევებს. ამაზე ამდენს რომ ვწერ, ჩემი ახირება კი არ არის. ზედმეტი წამალი ყოველთვის უვნებელი არ არის. მასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ურთიერთქმედებები, რეზისტენტობის პრობლემა (სოკოს წამლებზე) და, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფინანსური ხარჯიც.ანტიბიოტიკს ავტომატურად არ სჭირდება მეორე, მესამე და მეოთხე წამლის დამატება!
სწორი და ეფექტური მედიცინა ბევრი წამლის დანიშვნას კი არა, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი წამლების დანიშვნას გულისხმობს.











კომენტარები