• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყურადღება! ყურადღება! ვეძებთ 60 ადამიანს, მაღალანაზღაურებად სამუშაოზე!“ – გირჩი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
14:05 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„გირჩი“ არჩევნებისთვის 60 ადამიანს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ეძებს. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„2021 წლის 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, გირჩს 73-ვე საარჩევნო ოლქში ეკუთვნის საოლქო კომისიის წევრების ადგილები. თითო ადგილი თითო ოლქში. საოლქო კომისიის წევრს უწევს წინასაარჩევნოდ 2 თვე მუშაობა + 1 თვე, თუ მეორე ტური ჩიაინიშნა მის ოლქში. ამ შესრულებულ სამუშაოში ის აიღებს ხელფასს, საშუალოდ 1 500 ლარს (გააჩნია ოლქს). ამ 73 ოლქიდან ჩვენ ვეძებთ კომისიის წევრობის მსურველებს 60 ოლქში! ყველგან, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმისა.

რა ევალება საოლქო კომისიის წევრს?

ცესკოს მხრიდან დაგევალებათ:

დაესწროთ თქვენს ოლქში ჩატარებულ შეხვედრებს, სადაც კომისიის წევრები კომისიის მუშაობის სპეციფიკას გაივლით და “შეთამაშდებით”. ჯამში, დაახლოებით 10 შეხვედრას.

არჩევნების დღეს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში იმუშაოთ საოლქო კომისიაში, რათა დააკვირდეთ იქ პროცესებს და თუ ყველაფერი წესიერად იქნება, ხელი მოაწეროთ ოლქის შემაჯამებელ ოქმზე.

გირჩის მხრიდან დაგევალებათ:

დაიცვათ ჩვენი ხმები თქვენს ოლქში. ხაზზე იყოთ საუბნო კომისიების წევრებთან (ერთ ოლქში ბევრი უბანია) და დარწმუნდეთ, რომ უბნებიდან მიღებული გირჩის ხმების ჯამი ზუსტად იქნება ჩაწერილი საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმში.

იყოთ ხაზზე გირჩის ცენტრალურ ოფისთან და მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია დარღვევებზე თუ სიმშვიდეზე.

არჩევნებამდე იპოვნოთ 24 ადამიანი (16 კაცი და 8 ქალი), რომლებიც დაგვთანხმდებიან, იყვნენ გირჩის ადგილობრივ საარჩევნო სიების ტექნიკურ ნაწილში – ეს რას ნიშნავს – იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გირჩი (36 ნომერი) იყოს ბიულეტენში წარმოდგენილი, საჭიროა ყველა ოლქში საშუალოდ 25 ადამიანიანი კანდიდატების სია წარვადგინოთ. გარდა პირველი ან მეორე გამსვლელი ადგილებისა, სიის დანარჩენი ნაწილის შევსება მოგვიწევს ნაცნობებით, ახლობლებით, რომლებიც ამით არ გახდებიან გირჩის წევრები (უპარტიოები დარჩებიან) და დაგვეხმარებიან სიის მინიმალური რაოდენობა შევავსოთ ყველგან. თუ თქვენ იქნებით ჩვენი ანაზღაურებადი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამ 24 ადამიანის პოვნა თქვენი საქმეა (ცოტა ქვემოთ ნახავთ, თუ რა ინფორმაციის შეგროვება დაგჭირდებათ ამ 24 ადამიანზე, რათა ცესკოს წარვუდგინოთ ეს ხალხი, როგორც ჩვენი კანდიდატები).

თუ თქვენს ოლქში რამე წინასაარჩევნო აქტივობას დავგეგმავთ, დაგვეხმაროთ და ჩაერთოთ ყველა შესაძლო ხერხით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved