საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დიდი ხანია ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება შავი წერტილების აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ა.შ.
და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას. იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!“
კომენტარები