გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”, გამოკითხული კაცების ნახევარი, 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა. ასევე, დაახლოებით, ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ ქალი ქმარს სექსზე უარს ვერ ეტყვის.

კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების ინტერვიუსას, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე ამ ყველაფრის აღქმა მათ მიერ და დაადგინეს შემდეგი:
- ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, ხოლო, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია;
- პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია.
კვლევის თანახმად, კაცების 60 და ქალების 30 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ კარგი ქალი ქმრის გადაწყვეტილებას არასოდეს აქცევს მსჯელობის საგნად, თუნდაც არ ეთანხმებოდეს
ონ.ჯი
კომენტარები