• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველი დღე, რომლებსაც უკრაინელები უძლებენ, რუსების კუბოზე მიყრილი ერთი ნიჩაბი მიწაა, ყოველი დღე სულ უფრო აცოფებს პუტინს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
22:56 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199
ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“ახლა დადებითი მომენტიც უნდა აღვნიშნოთ.
ყოველი დღე, რომლებსაც უკრაინელები სიმწრით უძლებენ, რუსების კუბოზე მიყრილი ერთი ნიჩაბი მიწაა.
ყოველი დღე სულ უფრო აცოფებს პუტინს და იძულებულს ხდის რაღაც საძაგლობა ჩაიდინოს, რის საპასუხოდაც სანქციების მარყუჟი სულ უფრო დაუნდობელი გახდება. ევროპა-ამერიკასაც აქვს გარკვეული თავმოყვარეობა და იმიტომ. რაც უფრო დაუნდობელი გახდება სანქციები, მით უფრო გაუსაძლისი გახდება რუსეთში ცხოვრება და მისი მოსახლეობის ახალგაზრდა და ინტელექტუალური სპექტრი საზღვარგარეთ გაიქცევა.
პუტინს თან ხელს აძლევს პოტენციურად მეამბოხე სპექტრისგან გათავისუფლება, მაგრამ ამავე დროს, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ტენდენცია რუსეთს მოსპობს; სრულიად დაცლის ინტელექტისგან და კვალიფიციური მუშახელისაგან.
ჭეშმარიტი პატრიოტი რუსი დღეს რუსეთიდან კი არ უნდა გარბოდეს, ქუჩაში უნდა იდგეს მილიონობით თანამემამულესთან ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიანთი
შეშლილი პრეზიდენტი.
მასიური რუსული მიგრაციის შემთხვევაში, საქართველოს ადგილობრივი სპექტრი კონკურენციას ვერ გაუწევს ბევრად უფრო დისციპლინირებულ და მოტივირებულ რუსებს ვერცერთი სოციალური თუ ბიზნეს-მიმართულებით. თანაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი რუსები კორუმპირებულ და საეჭვო მომავალის მქონე საქართველოში დიდხანს ჩარჩებიან; ისინი უბრალოდ ტრამპლინად გამოიყენებენ საქართველოს ევროპაში გასასვლელად.
უკრაინაში დღეს საოცრად ბევრი რამ წყდება. ერთადერთი, რაც დაღუპავს მათაც და ბევრ სხვა ქვეყანასაც, იქნება წინააღმდეგობის შეწყვეტა. უკრაინამ უნდა იომოს და ამაში მას ყველა ნორმალური ქვეყანა და ადამიანი უნდა დაეხმაროს.”
თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved