ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, ყოფილმა პოლიციელმა ავტომატით სიმამრის ავტომანქანა დაცხრილა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ყოფილმა პოლიციელმა სიმამრი პოლიციის შენობასთან დაიბარა და ავტომატით მანქანა დაცხრილა. სიმამრი-ბორის ქარჩავა გადარჩა. დამნაშავე კი მიიმალა.
წყარო – თაიმერი
კომენტარები