• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილი ქმრის მიერ ილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმე საქართველომ სტრასბურგში წააგო – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:18 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ყოფილი ქმრის მიერ ილიაუნის ლექტორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობას ეხება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ქალი გენდერული ნიშნით ძალადობისგან ვერ დაიცვა. 

სტრასბურგმა დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის უფლება). სასამართლოს სარჩელით გარდაცვლილის დედამ, თალიკო თხელიძემ მიმართა. საქართველოს მოსარჩელისთვის 35 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

“სასამართლომ დაადგინა, პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელის შვილი საფრთხეში იყო. დაცვის სხვადასხვა ღონისძიების არსებობის მიუხედავად, რომლის მიღებაც მათ [სამართალდამცავებს] შეეძლოთ, ვერ შეძლეს ქალის დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის უმოქმედობა შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც სისტემური ჩავარდნა. არსებობდა იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, იდგა, თუ არა პოლიციის უმოქმედობის უკან გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია”, — ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა წივწივაძე მისმა ყოფილმა ქმარმა, ლაშა მაღრაძემ სამსახურში, ილიაუნიში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ორგანიზაცია საფარი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი წივწივაძეს მუდმივად უსწორდებოდა ფიზიკურად და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, რამდენჯერმე მას და მის შვილს მკვლელობით დაემუქრა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მარიკა წივწივაძემ პოლიციას ჯერ კიდევ ქმართან თანაცხოვრების დროს მიმართა, ხოლო თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კაცისგან მუქარას იღებდა. 

2017 წელს მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.

წყარო – ფორმულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved