• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილი ელჩი ელჩის წინააღმდეგ – “გერმანიის ელჩი მოვალეობას გადაახტა!”

ალია ავტორი - ალია
14:58 06-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თავის მოვალეობებს გადააბიჯა და დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, შესაბამისად კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი კრიტიკისთვის პოლიტიკურად არ დაზარალდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.  ამის შესახებ „2020NEWS”-თან იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და უშიშროების საბჭოს ექსმდივანმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით კი, ბოკერია ის ოპოზიციონერია, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პრემიერის პოსტზე მოიაზრება და მისი კანდიდატურა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილება.

„დიპლომატიაში, მასპინძელ ქვეყანაში ელჩის საქმიანობის  დაწერილი და დაუწერელი კანონები არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ – უტაქტო ჩარევასა და ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერას გერმანიის ელჩის მხრიდან, ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ ჰუბერტ ქნირში არღვევს ნებისმიერ დიპლომატიურ  პროტოკოლსა და მასპინძელი ქვეყნაში საქმიანობის ეტიკეტს,  ემხრობა პოლიტიკური პარტიის პოზიციას. მას არ აქვს ამის უფლება, რომ მხარი დაუჭიროს, პოლიტიკურ ორგანიზაციას. 

პოლიტიკოსების შეფასებები, რა თქმა უნდა, არის გადამეტებული, იქნება ეს ბოკერია თუ ნათელაშვილი, მაგრამ ელჩმა  კონკრეტული მითითების ან კრიტიკის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ ამას აკეთებს, ეს მხოლოდ მის პირად მოსაზრებად უნდა იყოს დაფიქსირებული. როცა ამას ელჩი აკეთებს, ეს  ყოველთვის ხდება არაფორმალურ გარემოში და ამ დროს,  უნდა დაკონკრეტდეს, რომ მისი პირადი პოზიციაა, სხვა შემთხვევაში, ელჩი გერმანიის სახელმწიფოს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

გერმანია აღმოჩნდება ძალიან გაუგებარ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  8 მარტის ხელშეკრულების მონაწილე მხარე მხოლოდ გერმანია კი არა,  პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და, ევროსაბჭოა. კონკრეტული ქვეყნის ელჩს  მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდეგ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, როცა მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იგივე პოზიციას არ აფიქსირებენ, გამოდის, რომ  „გერმანიის ელჩმა ელჩის მოვალეობას გადააბიჯა“. მეტიც, მაჭავარიანის თქმით, შეუთანხმებელი პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებით, დაწერილი თუ დაუწერელი დიპლომატიური პროტოკოლითა და წესებით, ელჩის საქციელი „გამართლებას არ ექვემდებარება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved