• რეკლამა
  • კონტაქტი
19:30, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების გვარები კვარაცხელიას მკვლელების საქმეში – ქვაჭრელიშვილი გამოიკითხა

ალია ავტორი - ალია
17:53 02-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163
ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი, წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე გამოიკითხა.
დასრულდა რამდენიმე საათიანი გამოკითხვა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა გამოკითხა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი.
უკვე გამოძიებას აქვს ინფორმაცია:
✅ მკვლელების მიერ მოყოლილი სრული ისტორიის შესახებ.
✅ ლოკაციები, სადაც მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ.
✅ ტერიტორია, სადაც მკვლელობა იგეგმებოდა.
✅ სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში.
✅ საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან.
✅ დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის.
✉️ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა ასევე დაწერა წერილი, რომელსაც გიზიარებთ უცვლელად:
“მადლობა ყველას!
ვგრძნობ თქვენს თანადგომასა და სიმართლის მხარეს ერთად ყოფნას.
კიდევ ერთხელ, საჯაროდ, კვარაცხელიების ოჯახს ვუდასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას სიმართლის პოვნის გზაზე.
ყველამ უნდა ვიპოვოთ სამართალი. ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე დაგვაზიანა კონკრეტულ პირთა ბოროტებამ და გავლენებმა.
ვარ მხნედ, ბოლომდე ბრძოლის განწყობაზე და დღეს ვცდილობ ჩემი სიმართლე სააპელაციო სასამართლოს დავუმტკიცო.
მესმის, რომ დღეს იმ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო, მაგრამ დღეს იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების, რომელიც დაიცავს ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მე ვსაუბრობ ღიად გამოძიებასთან, არაფერი მაქვს დასამალი და ვითხოვ – სწრაფ მართლმსაჯულებას, სამართლიანობასა და უსაფრთხოებას.”
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი
20.02.2026 წ.
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ დიმიტრი ქვაჭრელიშვილს, კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის დეტალების მიწოდება სურდა: “ყოფილი პოლკოვნიკი ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მიაკითხეს და ისინი გამოსაკითხად წაიყვანეს. დღეს პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved