• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფილ პროკურორს ეჭვი აქვს, რომ მოსამართლე დოკუმენტებს აყალბებს

ალია ავტორი - ალია
16:53 04-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,562

ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გავლენიანმა მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალური დოკუმენტი გააყალბა. მწარიაშვილმა მოსამართლის  დედის შემოსავლებში საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

იურისტის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ  მიქაუტაძის დედამ,  რომელიც კომპანია  “ბახტრიონის” მეწილეა, ორი  წლის განმავლობაში იმაზე ბევრად ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული. 

 

დღეს მე წარმოგიდგენთ სხვა დოკუმენტებს და ამ საჯარო განცხადების დასრულებისთანავე წერილობით მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მოვითხოვ, რომ ჩემს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ მითითებული დოკუმენტის სავარაუდო სიყალბის  და შესაბამისად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის თაობაზე.

მე ხელში მიჭირავს დოკუმენტები, ეს გახლავთ ამავე სააქციო საზოგადოების მიერ მომზადებული, მათი მოთხოვნით შესრულებული და მათ მიერვე ფინანსთა სამინისტროს საჯარო პორტალზე ატვირთული ფინანსური ანგარიშდებები, რომლებიც ამბობს სრულიად სხვა ციფრებს, ვიდრე ეს მითითებულია ამ ცნობაში.

შესაბამისად, 2022 წლის ოფიციალური ანგარიშდების თანახმად ამავე კომპანიის, წლის განმავლობაში კომპანიის ყველა აქციონერზე გაცემული დივიდენდი სულ იყო 90 ათასი ლარი. ამავე ანგარიშდების მე-14 გვერდის თანახმად, ბატონი მიქაუტაძის დედა ამ წელს ფლობდა სულ 18, 78% დივიდენდს. შესაბამისად, ამავე ანგარიშდების თანახმად, 2022 წელს დედამისი მიიღებდა დივიდენდს მხოლოდ 16,900 ლარის ოდენობი, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ეს თანხა განაწილდებოდა თვიურად, ეს იქნებოდა 1400 ლარის ოდენობით. 
2021 წლის ასეთივე ანგარიშდების თანახმად, კომპანიამ სულ გასცა 228, 000 დივიდენდი ყველა აქციონერზე ჯამურად. შესაბამისად, ამ წელს ბატონი მიქაუტაძის დედა ფლობდა 17.26% აქციებს, შესაბამისად, ამავე ანგარიშდების თანახმად, ამ წელს მისი დედა დივიდენდის სახით მიიღებდა სულ 29,259 ლარის თანხას დივიდენდის სახით, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ეს განაწილდებოდა თვიურად, იქნებოდა 3279  ლარი.
დავუბრუნდები ცნობას. ამ ცნობის თანახმად, გაცემის თარიღამდე ანუ 2023 წლის 20 აპრილამდე ბატონი მიქაუტაძის დედის შემოსავლები შედგება ხელფასისა და დივიდენდისგან, თუმცა ამ ცნობაში მითითებული დივიდენდის ოდენობა არის 17 ათასი ლარი თვიურად. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიშდებების თანახმად, მხოლოდ 20-22 წელს ასი პროცენტის ქონის შემთხვევაშიც კი მიქაუტაძის დედა ვერ მიიღებდა აქ მითითებული ოდენობის დივიდენდს, ვინაიდან მაშინ უნდა გაეცა კომპანიას არანაკლებ 200 ათასი ლარის ოდენობის დივიდენდი მაშინ, როცა გასცა სულ 90 ათასი ლარის დივიდენდი.
საქართველოს პროკურატურას კარგად მოეხსენება, სახელმწიფო ბრალდებამ ეს იცის, რომ ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია შეტანილი დოკუმენტში აქცევს ამ დოკუმენტს ყალბ დოკუმენტად და მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც ყალბი დოკუმენტის შედგენა, ისე მისი გამოყენება. 

შესაბამისად, თუკი ეს დოკუმენტი ყალბია, პროკურატურამ აუცილებლად ამასთანავე უნდა გაარკვიოს, ხომ არ ჰქონდა აქ ადგილი სასამართლო ხელისუფლების  უმაღლესი თანამდებობის პირი მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას იმ დაშვებით თუ ეს დოკუმენტი აღმოჩნდება ყალბი, – ამბობს მაია მწარიაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved