რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
„ნოვოფედოროვკაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა“, – აცხადებენ ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ყირიმის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ყირიმის ავიაბაზაზე „საბრძოლო მასალა აფეთქდა“ და ეს თავდასხმა არ იყო.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ყირიმზე მომხდარ აფეთქებებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნოვოფედოროვკაში „აფეთქებები“ მხოლოდ დასაწყისია“.
კომენტარები