• რეკლამა
  • კონტაქტი
05:54, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა

ალია ავტორი - ალია
12:51 10-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა. ამის შესახებ BBC წერს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მის რეზიდენციასთან ძალოვანთა გაძლიერებულმა რაზმებმა დაიწყეს მორიგეობა.

„ძვირფასო თანამემამულენო. ჩემთვის ყირგიზეთის მშვიდობა, ქვეყნის ერთობა, ჩვენი ხალხის ერთიანობა და საზოგადოების სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის არაფერია თითოეული თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი. ძალაუფლებას არ ვეჭიდები. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა. ამიტომ, გადავწყვიტე, გადავდგე“, – ნათქვამია ჟეენბეკოვის განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჟეენბეკოვს გადადგომა ყირგიზეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სადირ ჟაპაროვმა მოსთხოვა, თუმცა პრეზიდენტისგან უარი მიიღო.

ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, შემდეგ კი პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი, თანამდებობა დატოვა. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.

9 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პირველი კენჭისყრის შედეგები მოქმედმა პრეზიდენტმა არ ცნო, თუმცა მეორე კენჭისყრის შემდეგ იძულებული გახდა, ჟაპაროვის კანდიდატურა დაემტკიცებინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved