,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
,,ყაველაშვილს მინდა ვურჩიო, რომ დაშლიგინებ ამ სამხედრო ნაწილებში, ჯერ ერთი ჯარი და სამშობლოს სამსახური რა შენი საქმეა? მეორეც არაპოლიტკორექტულია ეგ ამბავი, ჯარი ომის ინსტრუმენტია და არ ჯდება ოცნების სამშვიდობო ნარატივებში და მესამეც, ამერიკელების და დიპსტეიტელების გაწვრთნილია ეგ ჯარი, ჩრდილოელმა პატრონმა არ აგითვალწუნოს, აგენტობა არ დაგაბრალოს, ფრთხილად იყავი ( შენაირს, შენ ადგილას ძირითად და სათადარიგო სიიდან 28-ს შემოიყვანენ შეცვლაზე თუ დაჭირდათ ). დიბენკო იყო ეგეთი, დამსახურებული ბოლშევიკი, ამერიკის აგენტობის ბრალდებით დახვრიტეს. იძახა ცხონებულმა, ამერიკული ენა არ ვიცი, როგორ ვიქნები აგენტიო, მაგრამ დასახვრეტი დაიხვრიტა. ამერიკული არც შენ არ იცი, მაგრამ, მაინც ფრთხილად ამერიკულ ჯართან.
პ.ს. ჩიქოვანი და ყაველაშვილი, ჯარის ფონზე პოზირებით კი გინდათ ავტორიტეტის ამაღლება, მაგრამ სხვა მხრიდან შეხედეთ, თქვენ ფონზე ჯარს კატასტროფულად უვარდება ნდობა და ავტორიტეტი. ჯობი თქვენ თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის. არ გიცნობთ, არ გვიცნობთ.“
კომენტარები