პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
როგორც წესი თუ თანამედროვე მსოფლიოში კაცმა იშოვა ფული ის იმ წუთში ხდება ცნობილ –პოპულარული თავის სოფელში, ქალაქში, რეგიონში, ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზეც, ეს უკვე კაპიტალის ოდენობაზეა დამოკიდებული.
ცნობადობა, პატივი თუ დიდება მოდის სწორედ იმ საქველმოქმედო საქმიანობიდან, სამუშაო ადგილების შექმნიდან და საბოლოო პროდუქტიდან რასაც ეს ბიზნესმენი განახორციელებს. გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ საქართველოა, ახლა ვუყურებდი როგორ შედი-გამოდიოდნენ ივანიშვილის ხელის ბიჭუნა კობახიძესთან ე. წ მსხვილი ბიზნესმენები, ჯერ ხომ ნახევარზე მეტი საერთოდ ვერ ვიცანი ხოლო ვინც გავიხსენე მტრისას, ყველა ყაჩაღი, გულქვა, ბიუჯეტის ქურდი, სხვადასხვა მთავრობის საწოლში ნაკოტრიალები, ხალხის მოძულე ეგზემპლიარი შემრჩა ხელში.
იმდენი კაცობაც არა აქვთ რომ მათსავე ყაჩაღ, მაგრამ ახლა პოლიტიკურზე დაჭერილ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადონ. აი ვის ხელშია ქვეყანა. მათ საერთოდ უნდა ჩამოერთვათ ბიზნესი, მოხდეს დემონოპოლიზაცია მათგან მიტაცებული სივრცისა და აქციები დაურიგდეს ახალგაზრდობას, მათ ვინც არა მარტო ბიზნესში ერკვევა, არამედ ადამიანობასაც რომ შეინარჩუნებს და ჯიბის გარდა ქვეყანა ექნება სანთლად ანთებული.
აგერ გუშინ ფაშინიანმა მთელი სომხეთის ელექტროენერგეტიკის ნაციონალიზაცია გამოაცხადა. რამდენი წელია იგივესთვის ვიბრძვით, მაგრამ რად გინდა, კაი მთქმელს თურმე მართლაც კაი გამგონეც სჭირდება.
კომენტარები