• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქათამაძემ ტყუილი თქვა… ეროვნული ნაკრების ნახევარს რომ მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე:

 

“საზოგადოებაში ცნობილი სახეები, რამდენიმე ადამიანი, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა მათ ცრუ ნარატივს, ისედაც ვიცოდით, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ, არ ვრევთ. მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, მხატვარი, სპორტსმენი ყველას უყვარს და ხომ შეიძლება, ყველასი იყოს, ყველას უყვარდეს – ამ “ენჯეოების” მომხრეებსაც, “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომხრეებსაც. ხომ შეიძლება მომღერლები არ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოვიყვანოთ და ტყუილები ვალაპარაკოთ.

ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილი მოყვა. წარმოიდგინეთ, ემიგრანტი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანა, მიტინგზე გავიდა და ეს ამ კანონით არ შეიძლებაო. უფრო მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. ან დაარწმუნეს და მსხვერპლია ეს ადამიანი ბინძური, შავი ფულისთვის ბრძოლის კამპანიას, ან შეგნებულად იტყუება. წარმოუდგენელი ტყუილი თქვა. უნიჭიერესი ადამიანი, ხალხი რომ პატივს სცემს, გამოვიდა და ტყუილი თქვა. ან რატომ კადრულობს ან რატომ უჯერებს ასე უაპელაციოდ?

ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ. დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაც შეიძლება მხარს არ გვიჭერდეს, ან ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრია ყველანაირი გაგებით და არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი. იმ ბიჭებმა უნდა ითამაშონ მთელი საქართველოს სიყვარულით. ყველას სიყვარულით უნდა იყვნენ გაჟღენთილები და გაეშვით. დაანებეთ ცოტა ხანი თავი. რატომ დასდევთ. აბულინგებენ. საიდან არ უვლიან. ნუ გახვევთ შავი ფულისთვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში. სულ რომ მართლები იყოთ, მაინც გაეშვით, მტყუანები ხართ და გაეშვით”.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved