• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველმა ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა წამალი, სახელად “სულაჟერი”, რომელმაც უკვე საოცარი შედეგი აჩვენა – რას ყვება “მიხაილოვის” კლინიკური მენეჯერი

ალია ავტორი - ალია
12:25 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

ქართველი ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა წამალი, სახელად “სულაჟერი”, რომელმაც უკვე საოცარი შედეგი აჩვენა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

“ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი! კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი “სულაჟერი” (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85). ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა.

დღეის მდგომარეობით, ე.წ. “მიხაილოვის” კლინიკაში “სულაჟერით” მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.
პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:

1. სატურაცია>90% ატმოსფერულ ჰაერზე.
2. ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
3. კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე.
4. გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც ,,სულაჟერის” მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.
თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წელია.

არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და, მით უმეტეს, სიკვდილი”, -წერს ბატონი ზაზა და იქვე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა და სამივეს მდგომარეობას განიხილავს. 57 წლის მამაკაცზე, რომელიც 210 კილოს იწონიდა, წერს:

“1. მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა.

შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით, ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“ პერორალური ამპულები.

აღსანიშნავია, რომ “სულაჟერის“ ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე.”სულაჟერის” მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. 12 დღის განმავლობაში პაციენტმა დატოვა კლინიკა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved