• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართველის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია?” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
19:13 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

პრემიერმა ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა:

“რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ, ქართველებმა, ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით ავღანეთში, ერაყში. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი? … 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ …

და ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თუ ჩვენ ხალხი არ ვართ და არ გვინდა არსებობა და განვითარება და მშვიდობა, კეთილდღეობა? ლოგიკა რა არის, ე.ი. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი და ნატო თუ შევა ფიზიკურ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, ამის საშიშროება დღეს უკვე დგას. გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, გვეუბნებიან ჩვენი ნატოელი და ევროპელი მეგობრები. ჩვენთვის, ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის აქ რაიმე პროვოკაცია, ომი, დესტაბილიზაცია ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს ჩემთვის, პირადად, იმიტომ რომ ქვეყნები, არავინ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ აბსოლუტურად. ისევ უნდა დაიხოცონ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ და ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციების და მცდელობებისა დესტაბილიზაციის მოწყობის. მე არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან გამომდინარე მინდა გიპასუხოთ – ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, იგივე ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ამ ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ ისევ ჩვენი, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”

“მგონია, რომ სანქციები იქნება” – აშშ–ის ელჩი

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved