• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
12:16 02-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,348

გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი, გაზეთ “მეოთხეს” ყოფილი რედაქტორი გივი გოგინაშვილი. გივი გოგინაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალისტურ და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სიცოცხლის ბოლო წლები კი მშობლიურ სოფელ შილდაში გაატარა. ჟურნალისტი მარი ჩიტაია, მის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„გივი გოგინაშვილი – ,,მეოთხეს” პირველი ნომრით… ივლისში შევიკრიბეთ. დაბადების დღე მივულოცეთ და შემდეგი შეხვედრაც თითქმის დავგეგმეთ, ჩვენი გაზეთის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით – ისევ ერთად უნდა გვეზეიმა, უფრო დიდი შემადგენლობით!

სინამდვილეში ბატონი გივისთვის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდა!

მთელი შეგნებული ცხოვრება ჟურნალისტიკას მიუძღვნა. თბილისში, სტამბის შენობაში იბეჭდებოდა ,,მეოთხე” და ბინაც იქვე დაედო – გაზეთის პატარა ოფისი მუდამ ხალხმრავალი, მხიარული და ხმაურიანი იყო!

განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა საქმის მიმართ, აფასებდა რესპონდენტებს, უყვარდა და მხარში ედგა გუნდს,  სამართლიანი და მიუკერძოებელი…  მცირე წყენაც არ გვახსენდება, ღირსეულად ატარა რედაქტორის  და კარგი მოქალაქის სტატუსი – ასეთი მემახსოვრება ყოველთვის ეს გულიანი, სიცოცხლეზე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი – გივი გოგინაშვილი.

წლების წინ, როცა ქართულ პრესას გარკვეული მიზეზების გამო გაუჭირდა და ბევრი ჟურნალ-გაზეთი დაიხურა, ,,მეოთხეც” მათ რიგში მოექცა.

სიცოცხლის ბოლომდე ადევნებდა თვალყურს ჩვენს საქმიანობებს, ეხმიანებოდა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ნაცნობი გადაცემის ნაცნობ-უცნობ წამყვანებსა და გადაცემებზე გამოთქვამდა ობიექტურ აზრს, თავადაც მაღალი დონის პროფესიონალი!

გადის დრო, მაგრამ რჩება  ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული, რომელიც

ქართული სტამბის ერთ პატარა რედაქციაში იწრთობოდა ბატონი გივის მონაწილეობით და დღემდე მოგვიყვანა!

შილდაში, გივი გოგინაშვილის მშობლიურ სოფელში  ჩვენი სტუმრობაც ამ სიყვარულის გამოძახილი იყო, არ გვეგონა და სამუდამოდ ვემშვიდობებოდით თურმე….

ცოტათი შეზარხოშებული, გაბადრული სახით და ღიმილით, ჭიშკართან მდგომი, აწეული ხელებით და ბედნიერი ბატონიო გივი – ეს კადრი ფოტო ან ვიდეო ობიექტივში ვერ მოხვდა, მაგრამ  მზერას არ გამოეპარა, რომ მერე შემენახა იქ, სადაც ლამაზი მოგონებებია!

მემახსოვრება! მშვიდობით ბატონო გივი გვემახსოვრები.

გვეყვარები მადლობა ამაგისთვის

მადლობა იმისთვისაც, რომ თავის დროზე ღირსეულად ემსახურეთ ქართულ ჟურნალისტიკას, როგორც გაზეთის მეშვეობით, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობით – ნიჭიერი თაობა აღზარდეთ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved