პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალურ შეხვედრაში ის ირანელ მოჰამადრეზა ხეიროლაზადესთან იპონით დამარცხდა.
ჩიკოიძემ ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც იაპონელ კენტო მასაკის იპონით სძლია. ნახევარფინალში ჩიკოიძემ უზბეკი შირინ შარიფოვი ვაზარით დაამარცხა.
ეს საქართველოსთვის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მესამე მედალია. მანამდე ვერცხლის მედლები პარამოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა მოიპოვეს.
კომენტარები