• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი ნეონაცისტი მოწამლული კანფეტებით აპირებდა ხალხის დახოცვას

ალია ავტორი - ალია
16:33 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

აშშ-ში ექსტრადირებული ნეონაცისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, „მანიაკთა მკვლელობის კულტის“, ლიდერმა მიხაილ ჩხიკვიშვილმა ბრალი აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი გეგმავდა ებრაელი ბავშვებისა და რასობრივი უმცირესობების მიმართ ტერორისტულ თავდასხმას ნიუ-იორკში, მათ შორის – ახალი წლის ღამეს მოწამლული კანფეტების დარიგებასა და აფეთქებების მოწყობას. მისი თანამოაზრეების რეკრუტირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პირთაგან ერთ-ერთი FBI-ს აგენტი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჩხიკვიშვილი მოლდოვაში დააკავეს და აშშ-ს გადააბარეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებულ ძალადობრივ მანიფესტს უკვე მოჰყოლია რამდენიმე რეალური თავდასხმა, მათ შორის ტენესის სკოლაში 17 წლის მოზარდის მიერ გახსნილი სროლა და თურქეთში გამართული დანით თავდასხმა, სადაც თავდამსხმელები მის ტექსტებს და დაჯგუფების მოწოდებებს იმეორებდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხიკვიშვილს კავშირი ჰქონდა ნაცისტურ-სატანისტურ ქსელებთან, მათ შორის Tempel ov Blood-სა და „ცხრა კუთხის ორდენთან“. ინტერვიუებში, რომლებიც დაჯგუფების მხარდამჭერმა გამოცემამ გაავრცელა, ის საკუთარ თავს „ტრადიციულ სატანისტს“ უწოდებდა და ძალადობრივ იდეოლოგიებს ავრცელებდა.

ჩხიკვიშვილს აშშ-ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისება, მასობრივი ძალადობისკენ მოწოდება და ტერორისტული გეგმის შემზადება ედება ბრალად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved