• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართველი მწერალი, საბჭოთა ხელისუფლებას ეუბნებოდა, გამიშვით და ქაქუცა ჩოლოყაშვილს მე დაგახვრეტინებთო…” – ლევან ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:40 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
867

ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი მიერ ერეკლე მეორეზე ნათქვამ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. ერთწუთიანი კომენტარი ერეკლე მეფეზე ერთსაათიანი ვიდეოს ნაწილია, სადაც ლევან ბერძენიშვილი ძირითადად ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

ლევან ბერძენიშვილი, “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს:

ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებას დასჭირდა ორთქლის გამოშვება, ასე ჩათვალა ხელისუფლებამ და ვინაიდან მე არ ვთვლი, რომ დიდი გენიოსები წარმართავენ ამ პროცესს, ვიღაცებმა, როგორებიც არიან ვასიკოები [მაღლაფერიძე – რ.თ.], შალვები [შალვა რამიშვილი – რ.თ.], ჩათვალეს, რომ ვივარგებ მე. ერთიც და მეორეც ოდესღაც ჩემი ახლობელი იყო და ეტყობა ჩათვალეს, რომ ახლა ჩემი დრო დადგა, მე უნდა შევასრულო განტევების ვაცის როლი. მე მათ ეს საქციელი ვერ მოვუწონე და ინტელექტუალურად სწორ გადაწყვეტილებად ვერ მივიჩნიე, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ისეთი სულელური ფორმით ბრძოლა, როგორიც არის მასების მოთხოვნა, არ იყოს განათლება. რამენაირად, ვინმემ ლექცია არ წაიკითხოს. თავისთავად ასეთი მოთხოვნა, იმის მიუხედავად, ვისზეა, არასწორია. იყო დრო, ჰაიდეგერზე ითხოვდნენ იმავეს, იყო დრო, სოკრატეზე. მე კარგ კონტექსტში ვარ. ცუდ კონტექსტში ისინი არიან, ვინც ეს მოიფიქრა. მე არ ვენდობი შალვა რამიშვილის გემოვნებას და არც მისი ნიჭიერების მჯერა. ის მაშინ იყო ნიჭიერი, როცა ქილიკობდა. როგორც კი იდეოლოგი გახდა… ამათ იდეოლოგებს ყველას ვიცნობ, თავის დროზე ყველა ჩემი ძმაკაცი იყო, არასდროს არ მიფიქრია არცერთზე, რომ მათგან იდეოლოგები დადგებოდნენ.

მთლიანობაში ეს ჩემთვის პატივია. მათ ჩათვალეს, რომ მე საკმარისი სიდიდე მაქვს იმისთვის, რომ ბევრი ორთქლი გამოუშვას საზოგადოებამ ჩემზე.

ამ თამაშებს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგიც მოჰყვეს. მართალი გითხრათ, მე კი ვარ მშვიდად, მაგრამ მე მშვიდად ზოგადად ვარ. ასაკმა იცის ეს და ბევრი წიგნის კითხვის ბოლოში მოდის სიმშვიდე. რომ გითხრათ, რომ საფრთხე არ არსებობს, არ ვიქნები მართალი. მე მქონია ასეთი შემთხვევა, როცა პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს ვიღაცამ დამირეკა, მოგკლავო მითხრა და იმ დღესვე მკლავდა. შემთხვევით ვერ მომკლა იმ უბრალო მიზეზით, რომ იარაღი როცა ამოიღო, გვერდზე კაცი ედგა და იმან შეაჩერა. ეგ იყო და ეგ. იცით, რის გამო მკლავდა? პოეზიაზე გამოთქმული აზრის გამო. ერეკლეზე მაინც მეთქვა რამე. ვიღაცის ლექსი არ მომეწონა და როგორ გავბედე ეს.

ჩვენი ცხოვრება იცვლებოდა. ადრე არაფრის თქმა არ შეიძლებოდა, ახლა რაღაცის თქმა შეიძლება. მე არ მგონია, ახლა ის დრო იყოს, ერეკლეზე სიმართლის თქმა რომ არ შეიძლება. შეიძლება ვიღაცისთვის არ არის საქართველოს დამოუკიდებლობა მთავარი ღირებულება, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობისთვის არის. ახლა ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მაგან ამაზე თქვა ცუდი სიტყვაო, ატყუებენ. ატყუებენ, თითქოს ჩვენ ვიბრძვით ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ. რას ამბობთ, კაცო? მე ამისთვის არ მიბრძოლია, მე პირიქით, სხვა რამისთვის მიბრძოლია.

მათ თქვეს, რომ 10 000 ხელმოწერას მოაგროვებდნენ ჩემ წინააღმდეგ. დღეს იყო 1 700. თუ მთელი საქართველო იმაზე ფიქრობს, რომ მე ბავშვებთან არ უნდა მიმიშვან, 10 000 კაცი რა გახდა, რით ვერ შეაგროვეს ამდენი ხელმოწერა, რას გვანერვიულებენ, რატომ გვაღელვებენ.

მე, მართალი გითხრათ, კარგად არ მესმის, რატომ მიახტნენ ამ ნაწილს: არ მიუშვათ სტუდენტებთან. მე და სტუდენტებს გვაქვს სპეციფიკურად თბილი ურთიერთობა. ასე იყო სულ, ყველა ეპოქაში. ასეთი ბედი აღმომაჩნდა. დილის 9 საათზე მქონდა სულ ლექციები და სულ სავსე იყო აუდიტორია ყველაზე რთულ წლებში – საამაყოდ მაქვს ეს. თუ ვინმეს შურს, შემიძლია ლექციები ჩავუტარო, როგორ მოიპოვონ პოპულარობა ამ მიმართულებით.

ლექციების ჩატარება რომ ამიკრძალონ, youtube-ში ჩანაწერებს რას უზამენ? დავუშვათ, რომ რომელიმე მინისტრმა რაღაც ბრძანება გასცა და რომელიმე რექტორი დაემორჩილა, გამაგდო სამსახურიდან. youtube-ის ჩანაწერებს რას უზამენ? youtube-ის დირექტორს როგორ აუხსნიან, არ შეიძლება თავისუფალი ლაპარაკი, ჩვენთან არ შეუთანხმებიაო, ხომ ვერ ეტყვიან? ხომ ვერ აკრძალავენ ამ ჩანაწერების ყურებას?

 

არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ არავინ არაფერზე არაფერი არ უნდა თქვას, გარდა იმისა, რაც უკვე ითქვა. ილია არის გენიალური პოეტი, ილიას და აკაკის უყვარდათ ერთმანეთი, ნოე ჟორდანია და ილია კარგები იყვნენ ორივე, ცოტა ვერ გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ რა მოხდა, მაინც ყველა გვიყვარს – ესაა მასის აზრი. მერე იწყება კვლევა. ამ კვლევაში იმდენი სიმართლე არსებობს და ზოგიერთი სიმართლე ისეთი ცუდი მოსასმენია… მე ვიცი ერთი ქართველი მწერალი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ეუბნებოდა, გამიშვით და ქაქუცა ჩოლოყაშვილს მე ჩამოგიყვანთ, მე დაგახვრეტინებთო. არ მინდა ამ კაცის სახელი ვთქვა, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალია, მაგრამ დადგება დრო და ესეც ითქმება. საზოგადოება უნდა შეეგუოს ამას.

მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება ერეკლეზე, სინამდვილეში ერეკლეზე არ ხდება. ერეკლე არაფერ შუაშია. იმავე გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილზე იყო კრიტიკული ნათქვამი. მე ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, რომ როგორი მასწავლებელი ვარ, იციან ჩემმა ძველმა და ახალმა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, მეგობრებმა – დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ერთი ადამიანი არ მოიძებნა, რომელიც იტყოდა: კი, სისულელე თქვა, დეგენერატია, მაგრამ სტუდენტებთან [ლექციები არ უნდა ავუკრძალოთ]… ამის გამო გული დამწყდა, კი.

 

თეგები: ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved