• რეკლამა
  • კონტაქტი
14:14, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი ემიგრანტის დაუჯერებელი ამბავი – ,,ჭუჭყიანი ფრჩხილებით მიუჯდა კომპიუტერს და მოძებნა თუ რამ მიკეთებია ცხოვრებაში”

ალია ავტორი - ალია
16:31 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, დიანა ჭანკოტაძის პოსტი ვრცელდება, სადაც ყვება ჩვენთვის დაუჯერებელ ამბავს, თუ როგორ შესთავაზეს სამსახური.

„დღეს ფრანგულმა სახელმწიფო ორგანიზაციამ დამიბარა და მითხრა, გავიგეთ, თქვენი სამუშაო კონტრაქტი დასრულდა, ბუნებრივია, იწყებთ ახლის ძებნას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, მოგაძებნინოთ სამსახური, რომელიც თქვენს პროეფსიასთან ახლოსაა და თავს კომფორტულად იგრძნობთ.

მეუბნება ქალი, რომელსაც რა აცვია, ვერ ვხვდები, არც კაბაა, არც შარვალი, ან ორივეა ან არც ერთი, ქალი რომელსაც ჯერ ვიფიქრე, ბალიში აუფეთქდა-მეთქი, მერე ჩემი ქართული ეჭვის თვალით მივხვდი, დაახლოებით ორი კვირა იქნებოდა, თმა არ დაუვარცხნია, ალბათ არც დაუბანია.

,,ამან ჯერ თავს მიხედოს”, გამიელვა ქართულადვე რაღაცნაირად. ის კი ჭუჭყიანი ფრჩხილებით მიუჯდა კომპიუტერს და ელვის სისწრაფით მოძებნა თუ რამ მიკეთებია ცხოვრებაში. უცებ დაიწყო:

– თქვენ სამი შვილი გყოლიათ, ამათგან უმცროსი ჯერ კიდევ 2 წლისაა, ამიტომ თქვენ უნდა იმუშაოთ ისე, რომ დიდი დრო დაუთმოთ შვილების აღზრდას. თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი პროფესიით მუშაობას. თქვენ ხართ ჟურნალისტი, გიმუშავიათ რადიოში, უნივერსიტეტში, მერიაში. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა შრომატევადი და სტრესული, ბავშვებს კი დედის სტრესი ავნებთ, ამიტომ მე გთავაზობთ, გახდეთ სკოლის მასწავლებლის დამხმარე.

თქვენ კომუნიკაბელური ხართ, სწავლების გამოცდილებით. ამასთან წარმოიდგინეთ, მუშაობთ ისე, როგორც თქვენი შვილები სწავლობენ, მათთან ერთად მიდიხართ და ბრუნდებით სახლში, შუადღით მათთან ერთად ისვენებთ საათნახევარს, რაც მათი სახლში მოყვანის და ჭამის საშუალებას მოგცემთ.

ყველა არდადეგებს (ფრანგული კანონმდებლობით სკოლები ყოველ ორთვეში ერთხელ ორი კვირით ისვენებენ) მათთან ერთად სახლში ატარებთ, განსაკუთრებით ზაფხულის 2 თვეს და როგორც თქვენ აცხადებთ, მუშაობთ ამჟამად სადოქტორო ნაშრომზე.

აბა, დაფიქრდით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, რამდენი დრო გრჩებათ თემის საწერადაც. ამასთანავე ჟურნალისტობა ყოველთვის შეგიძლიათ დაიტოვოთ მეორე პროფესიად და აკეთოთ ის პერიოდულად.

-უკაცრადვად ხელფასი რამდენი მაქვს?- ვეკითხები მე.

– 1550 ევრო თვეში.

ბეტონის არგუმენტები დადო და დამითანხმა. საჭირო გადამზადების კურსებსაც თავად მომიძებნის და სახელმწიფოს დააფინასებინებს. ქალი, რომელიც მწყრალად არის ჰიგიენასთან და საერთოდ არ ადარდებს, რა ბრენდი აცვია, სულში უძვრება ადამიანებს მათი ცხოვრების კომფორტის გასაუმჯობესებლად.

სულ აღარ მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა საუბრის ბოლოს, ჩახუტება მომინდა მისი, იმიტომ, რომ ჩემი შვილების ბედნიერება წარმოვიდგინე, დედა რომ იმუშავებს და მაინც სულ გვერდით ეყოლებათ.

ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე ზრუნვა.

რა მაგარი იქნებოდა, ჩვენს პრეზიდენტს ეს ფორმულა წაეღო საფრანგეთიდან საქართველოში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved