• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველ კაცებსაც თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და გაიხსენებენ სკოლებში გატარებულ ბავშვობის წლებს, შესაძლოა ერთი ნაბიჯი გადაიდგას ქართული სკოლების პათოლოგიური, პარა-კრიმინალური მენტალიტეტის იერარქიის დასაშლელად და ამოსაძირკვად – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:37 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და …სექსუალური დამცირების გახსენების კამპანიასთან ერთად, რომლის მონაწილეებიც ძირითადად ქალები იყვნენ, ქართველ კაცებსაც თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და გულწრფელად გაიხსენებენ სკოლებში გატარებულ საკუთარი ბავშვობის წლებს, შესაძლოა ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგას ქართული სკოლების პათოლოგიური, პარა-კრიმინალური მენტალიტეტის იერარქიის დასაშლელად და ამოსაძირკვად. იერარქიისა, რომლის მოქმედებაც მხოლოდ “იმ 9 წლის” განმავლობაში შეჩერდა და რომელმა წლებმაც სიცოცხლესთან ერთად ბავშვობაც აჩუქეს საქართველოს ნორმალურ, კანონმორჩილ მოსწავლეებს, ანუ იმათ, ვისაც ეს უბოროტესი იერარქია “ბოზებად” და “ჩმორებად” მოიხსენიებს დღესაც.მაგრამ ეს არ მოხდება. დაჩაგრულებს სამუდამოდ სურთ დაივიწყონ თავიანთი დაკარგული ბავშვობა, მჩაგვრელებს კი ერთგვარად ეამაყებათ, მაგრამ ხელს არ აძლევთ ამის გახსენება, მშვენივრად ესმით მოზრდილთა სამყაროს პოლიტიკურ-სოციალური კონიუნქტურა. ჰო, კიდევ არის ერთი კასტა, ე.წ. “აზნაურობის მაძიებელთა” ანდა “საჭურველმტვირთველთა”, რეალურად, იერარქიის ენით კი “შესტიორკათა”, რომლებიც საკუთარ თავს მჩაგვრელთა პრესტიჟულ კასტასთან მოიაზრებენ და მათზე უფრო ვოკალურად “აწვებიან ქურდულს” სწორედ ამიტომ, ყოველთვის მიკვირდა ქართული ლიბერალიზმის მამათა და დედათა მიერ “იმ 9 წლის” არაადექვატური შეფასება. ისინი დღესაც თვალს არიდებენ და არ აკეთებენ იმის ანალიზს, თუ რატომ მოსწონდა გულწრფელად უამრავ კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეს ასე დაჟინებით “ის 9 წელი”. არადა, ეს ხომ საოცრად მარტივია. ამისათვის მათ საკუთარი, პრესტიჟულ თბილისურ სკოლებში გატარებული ბავშვობის გულწრფელი ანალიზიც ეყოფათ. მაგრამ ეს ანალიზი არ გაკეთდება. არ გაკეთდება იმიტომ, რომ მაშინდელი მჩაგვრელები დღეს ქართული საზოგადოების პატივცემული წევრები არიან და მათთან დაპირისპირებად არ უღირთ“ – წერს ზურაბ გურული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved