• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ – ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
11:49 10-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ “რუსული კანონის” მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე აღნიშნავს, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

“ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, მიჰყვება თუ არა ქვეყანა სანქციების შესრულების ვალდებულებას თუ სურვილს. როდესაც ევროკავშირში საპარტნიორო ურთიერთობაზე გრძელვადიანი [ხელშეკრულება] ფორმდება, შემდეგ შესაძლებელია, რომელიმე კომპანიის მეწილე დასანქცირებული აღმოჩნდეს და მიწოდებას რისკი შეექმნას. ამ რისკებს ითვალისწინებენ”, – აცხადებს გვანცა მელაძე.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ის ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. თანამშრომლობის მნიშვნელოვან სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელმაც 2017 წლიდან ქართულ ბიზნესს ევროპის ბაზარი გაუხსნა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ელიან და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მათი თქმით, არ არის გამორიცხული, საქართველომ ევროკავშირის ბაზარი დაკარგოს.

“ბიზნესისთვის ამ ბაზრის დაკარგვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურს გავლენას იქონიებს. თუმცა ბაზრის დაკარგვა ძალიან მცირე და პატარა მნიშვნელობის თემაა იმასთან შედარებით, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი შეიცვლება. [კურსის შეცვლა] პირველ რიგში, ემიგრაციის გაზრდას, სავიზო რეჟიმის საფრთხეს ნიშნავს. რაც მთავარია, მსგავსი ქვეყნები ყოველთვის სანქციების რადარის ქვეშ არიან და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში რისკის თავის თავზე აღება არ უნდათ”, – აღნიშნავს გვანცა მელაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved