სოციალურ ქსელში, ჯგუფში ჩაანაცვლე, ვრცელდება წერილი, რომლის მიხედვითაც, ქართველ ემიგრანტს დახმარება სჭირდება.
ჩვენს ემიგრანტ თანამოქალაქეს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება.
იტალიაში ახალგაზრდა გოგონას 40 წლის მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა გოგონა მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით მარტო დარჩა. სამსახური დაკარგა და დროებითი საცხოვრებელიც არ აქვს.
სჭირდება მკურნალობის გაგრძელება, მედიკამენტები და უსაფრთხო ადგილი, სადაც გამოჯანმრთელებას შეძლებს, შემდეგ კი სამსახურის მოძებნას.
თუ შეგიძლიათ, ნებისმიერი თანხით დაეხმარეთ. თუ თანხით ვერ ეხმარებით, გთხოვთ, გააზიაროთ. შეიძლება სწორედ თქვენმა გაზიარებამ მიიყვანოს დახმარება მასთან.
გოგონას ანონიმურობის დასაცავად, ანგარიშის ნომრად მისი მეგობრის ანგარიშს ვუთითებთ
#GE42BG0000000611159806
მიმღები: გერაკლ ჭელიძე (გოგონას მეგობარი)
ცნობისთვის, იტალიაში, საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმისთვის მაროკოელი მამაკაცი დააკავეს.











კომენტარები