ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე.
მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ზურაბ ჯავახაძე სპორტულ თემაზე შექმნილი 40-მდე წიგნის ავტორია. მათ შორისაა წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას – ამ თემას მიუძღვნა ჟურნალისტური ნარკვევები თუ გამოკვლევები, საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკებიც.
ის ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელიცაა.
კომენტარები