• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული სოცქსელები ჯამბალაიაა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
03:09 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:

ჯამბალაია ნიუ ორლეანური კერძია. როგორც ამბობენ, ერთ ორშაბათ დილით, უცნობ კრეოლ დიასახლისს თავის სამზარეულოში მთელი კვირის განმავლობაში მორჩენილი სხვადასხვა კერძები მოუგროვებია, ერთ ქვაბში ჩაუძახებია, ბლომად წიწაკით და სხვა სანელებლებით შეუზავებია და ასე მიურთმევია სადილად თავისი ოჯახისათვის. ასე შეიქმნა ჯამბალაია. გემრიელი ნამდვილად არის ეს კერძი. ნოყიერიც…
საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა წაიკითხა გუბანოვას მოპოვებულ ევროპის ჩემპიონობაზე სტატია და უცებ ვერ მიხვდა, რა რეაქცია უნდა გამოეხატა. ქართული სოცქსელები ხომ ჯამბალაიაა, სადაც ღირსების, ინტელექტის, პრინციპების, განათლების, პროვინციალიზმის, უკულტურობის და ა.შ. ნარჩენები ერთ “ქვაბშია” ჩაყრილი და მერე ბლომად აგრესიით ისე შენელებული, რომ სხვა ვერაფრის გემო ვერ იგრძნო ზუსტად, სიცხარის გარდა.
“პროგრესულები” გუბანოვას ადარებენ მბაპეს, ზურაბ დათუნაშვილს, სხვა ნატურალიზირებულ უცხოელ სპორტსმენებს და ამტკიცებენ, რომ ეს თანამედროვე, ბუნებრივი მოვლენაა და საქართველო ბედნიერი და ამაყი უნდა იყოს ამ გამარჯვებით; ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი შეიქმნა. გუბანოვას მიჰბაძავს უამრავი ქართველი ახალგაზრდა და მის მიერ შექმნილ ფარვატერს გაჰყვება თაობები.
“გოიმები” აღშფოთებულები არიან რუსის გამარჯვებით. მთელ მსოფლიოში რუსები დღეს ნეგატიურად არიან წარმოჩინებული და რატომ უნდა უხაროდეთ რუსი სპორტსმენის გამარჯვება თუნდაც ქართული დროშით, მითუმეტეს, რომ ეს სუფთა მერკანტილურ საფუძველზე მოხდა. საქართველო არ არის ძლიერი, განვითარებული ქვეყანა, რომელიც ნიჭიერ ხალხს უბრალოდ თავშესაფარს და მფარველობას აძლევს, ხელს უწყობს განვითარებაში; საქართველო უბრალოდ პარაკრიმინალური “ოფშორია” პანამასავით.
ფიქრობს საშუალო სტატისტიკური ქართველი. თან “პროგრესულებთან” ფლირტიც ხიბლავს და თან არც აღშფოთება ასვენებს. თუ გუბანოვა ქართული სპორტის ახალი ფურცელია, მაშინ ჩამოსული რუსი ბიზნესმენები რატომ არ არიან ქართული “ბიზმესის” ახალი ფურცლები? ისინი რატომ არ გვიხარიან?
უნიკალური სიტუაციაა. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე ოკუპირებულ ქვეყანას იყენებს თავისი პირადი მაქინაციებისათვის მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად. რატომაც არა.
მშვენიერი პრეცედენტია. პრეცედენტი არა სპორტში, უბრალოდ, მოქალაქეობრივ მორალში. ეს თუ გიხარია და ბუნებრივად მიგაჩნია, სხვა მიმართულებებით რატომ ვერ უნდა “შეისისხლხორცო” ოკუპანტები? მათ ხომ სარგებლობა მოაქვთ …
ნოყიერი კერძია ჯამბალაია. ვერც მიხვდები რა შემოგეჭამა; თევზი, კიბორჩხალა, შრიმპი, ქათმის ფილე, ღორის ძეხვი თუ ნუტრიას კუდი; ისეა აზელილი ეს ყველაფერი ბრინჯში და წიწაკაში, უცებ-უცებ ყლაპავ და ისე გაძღები, ვერც გაიგებ. მერე რა; მთავარია რომ გაძეხი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved