• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული სააგენტო, რომლისთვისაც “როსკომნადზორი” რუსეთში წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
16:07 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტმა” მიიღო “როსკომნადზორის” შეტყობინება “ინფორმაციის გავრცელების წესის დარღვევის” შესახებ, რომელიც, როგორც თანდართულ განმარტებაშია მითითებული, ეფუძნება რუსეთის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის 28.03.2022 წლის № 27-31-2022/Ид4014-22 მოთხოვნას “საინფორმაციო რესურსებთან წვდომის შემზღუდავი ზომების თაობაზე”.

საუბარია URL-მისამართ accentnews.ge – ზე განთავსებულ ინფორმაციაზე.

“ჰოსტინგის პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელიც აღნიშნული საინფორმაციო რესურსის ქსელ “ინტერნეტში” განთავსებას უზრუნველყოფს, ვალდებულია: 1) ამ შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინოს საინფორმაციო რესურსის მფლობელის ინფორმირება კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის აუცილებლობის შესახებ; 2) შეტყობინების მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში შეზღუდოს საინფორმაციო რესურსზე წვდომა მფლობელისგან უარის მიღების ან მისი უმოქმედობის შემთხვევაში.

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის ტიპად” შეტყობინებაში მითითებულია “ცრუ ინფორმაცია ტერორიზმის აქტების შესახებ ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სხვა ტიპის ინფორმაცია, გავრცელებული სანდო ინფორმაციის საფარქვეშ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ქონებას, ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, ან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სატრანსპორტო ან სოციალური ინფრასტრუქტურის, საკრედიტო ორგანიზაციების, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ა.შ. ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს.

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის” აღწერაში კი მითითებულია: “საინფორმაციო მასალები, რომლებიც შეიცავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის, საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფორმის, ცოცხალი ძალის დანაკარგებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის თაობაზე. მსგავსმა პუბლიკაციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია, ასევე ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისთვის პირობების შექმნას.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსული მხარის მოთხოვნა სრულად მოკლებულია იურიდიულ ძალას და საქართველოში არავის აქვს ვალდებულება მათ ასეთ მოთხოვნას დაემორჩილოს.

„რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა და იურისდიქცია სხვა ქვეყნებზე პირდაპირ ვალდებულებად არ ვრცელდება. მით უმეტეს ტელე-კომუნიკაციის რეგულირების საკითხებში. რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, თვლიდეს, რომ მის ტერიტორიაზე ამა-თუ იმ შინაარსის ინფორმაცია არ გავრცელდეს, თუმცა მათი მოთხოვნა საქართველოში არსებულმა ოპერატორებმა სხვა სუბიექტებმა უარი თქვან მათთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ან/და წაშალონ უკვე გავრცელებული ინფორმაცია, სრულად მოკლებულია იურიდიულ ძალას და საქართველოში არავის აქვს ვალდებულება მათ ასეთ მოთხოვნას დაემორჩილოს“ – განუცხადა „აქცენტს“ მარიკაშვილმა.

სააგენტო “აქცენტისთვის”, როგორც პასუხისმგებლობიანი მედია-საშუალებისთვის, მკითხველის ნდობა ყველაზე ღირებულია. ამ აქტივის მოპოვებას და შენარჩუნებას უმაღლესი სარედაქციო და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი მასალით ვახდენთ.

ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ჩვენი მკითხველის, კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე, რადგან მათი ნდობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ისეთი ცენზორული უწყების მითითებებს, როგორიც რუსეთის სახელმწიფო მედიამონიტორინგის სააგენტო „როსკომნადზორია“.

დიდი პატივია, არ მოსწონდეთ ჩვენი საქმიანობა მათ, ვის მიერაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულადაა ნიველირებული.

რას ავალდებულებს „როსკომნადზორი“ მედიას

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო სათათბირომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ „მცდარი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო. „როსკომნადზორმა“ კი მედია დაავალდებულა, მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ცნობები გააზიაროს. ამასთანავე, მან აკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას სიტყვა „ომის“ გამოყენება. ამის შემდეგ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთში 750-ზე მეტი რესურსი დაიბლოკა, უპირველესად – დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. ქვეყანაში ასევე შეზღუდულია Facebook-ის, Instagram-ის, Google News-ისა და Twitter-ის მუშაობა.

წყარო – “აქცენტი”

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved