• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული რაგბის არქიტექტორი

ალია ავტორი - ალია
13:59 04-09-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
295

მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება – ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილსდაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.

 

სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.

 

ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:

„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. ფაქტია, რომ გადარჩა – ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.

 

სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები(1997-2003)  განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო – ყიდულობდა სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.

 

პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა:

„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.

 

„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი,“ – დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან დაპირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობისსივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.

 

კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები – ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved