• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროების კამპანიაზე EFCSN-მა და IFCN-მა ევროკავშირს მიმართეს

ალია ავტორი - ალია
14:27 06-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ვროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართეს “იმ მუქარისა და შევიწროების მძიმე კამპანიის ფონზე, რასაც ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები განიცდიან”.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში – ვერა იუროვა.

იხილეთ წერილი:

ძვირფასო ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ, ქ-ნო იუროვა,

მოგმართავთ ღრმა წუხილითა და შეშფოთებით საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების უსაფრთხოების გამო, ვინაიდან მათი ოფისები ბოლო კვირების განმავლობაში უკვე არაერთხელ გახდა თავდასხმების სამიზნე, ორგანიზაციების წევრებმა კი მიიღეს არაერთი სახის ძალადობრივი მუქარა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მათი ახლობლების მისამართით იყო გაჟღერებული.

ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი გაეცათ.“ ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი აქვეყნებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიას, რაც მხოლოდ მათ მიმართ შეტევების მეტად წახალისების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც მოგეხსენებათ, მოცემული კამპანია ახლადმიღებული ე.წ “აგენტების კანონის” ფონზე მიმდინარეობს, რომელიც დაგმეს იმ ინსტიტუტებმა, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და რომლის გაუქმების შესახებ რეკომენდცია ვენეციის კომისიამაც გასცა, ვინაიდან „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სავარაუდო საბაბით, [კანონს] აქვს ობიექტური რისკი მოახდინოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გაჩუმება და საბოლოოდ განადგურება.” ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი კოლეგების შევიწროება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა, ვინაიდან ორგანიზაციების დევნა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, განაგრძონ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ვინაიდან დაშინების მოცემული კამპანია, მმართველ პარტიასთან შეთანხმებით, მიმდინარეობს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროება და უზრუნველყონ ჩვენი კოლეგების გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ისე, როგორც ეს ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიითაა განსაზღვრული.

ფაქტების გადამოწმების ევროპული საზოგადება, აგრეთვე ჩვენი კოლეგები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელიდან (IFCN) იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას და ჩვენთან ერთად გმობენ შევიწროებისა და დაშინების აღნიშნულ კამპანიას. “მითების დეტექტორი” და “ფაქტ-მეტრი” ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის წევრები არიან, ხოლო მათი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შეფასება ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ხდება. ისინი აღნიშნული კამპანიის სამიზნე სწორედ იმიტომ გახდნენ, რომ მათი საქმიანობა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება; მოცემული ფაქტი საშიშია მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქართული ორგანიზაციები, ძალაუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ინარჩუნებენ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებას.

ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ, და ქ-ნო იუროვა, გთხოვთ, განუცხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ მოცემული შევიწროების კამპანია მიუღებელია და რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სოლიდარულები არიან ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved