• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ალია ავტორი - ალია
13:55 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

 კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და  აღნიშნა, რომ როგორც მთელ ქალაქში, მათ შორის ისნის რაიონშიც, მომდევნო ოთხ წელში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 „გპირდებით, რომ სიყვარულსა და პატივისცემას, რასაც თქვენგან ვგრძნობთ, შემდეგ ოთხ წელში უკან დაგიბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული პროექტებით. ამით იამაყებს ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი და ჩამოსული სტუმარი. ბევრი სამუშაო იქნა ჩატარებული ბოლო წლებში, რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ, არაპოპულარული ნაბიჯებიც გადავდგით, მაგრამ ეს სჭირდებოდა ჩვენს ქალაქს, მომავალს, შვილებს. შემდეგი ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აღმშენებლობითი – მეტი პროექტით, მწვანე სივრცით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.

რაც ბოლო ოთხ წელში გავაკეთეთ, ამდენი ერთად არასდროს გაკეთებულა. თუმცა, ცხადია პრობლემები არსებობს, ჩვენი ამის თქმის არ გვეშინია. ყველაფერი ვიცით, რომელ სადარბაზოში რა  არის გასაკეთებელი, რომელ კორპუსს რა სჭირდება, რომელი ქუჩაა შესაკეთებელი და ა.შ. გვაქვს სრული სურათი და უახლოეს მომავალში ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში  ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოები დაიწყება.

„ქეთევან დედოფლის გამზირი სრულად განახლდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, გარე განათებით, გამწვანებით, პატარა სკვერებით. მართალია, ახლა ეს გამზირი უკვე რეაბილიტირებული უნდა იყოს, მაგრამ არსებულმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. თანხები, რომელიც ამ პროექტისთვის იყო მობილიზებული,  გადავამისამართეთ სოციალური  მიმართულებით და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პანდემიის პირობებში ჩვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ლეხ კაჩინსკის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შედგა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა N13-ში, 500 კვ.მ. ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების შესაბამისი სამუშაოები.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევს,  600კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი სივრცე, ახალი განათების ქსელი თავისი LED სანათებით. ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები, ურნები და ფანჩატური. ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved