„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა.
„ჩაისუბნის მოსახლეობასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ. ადგილობრივებთან ერთად არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე ვისაუბრეთ. დავათვალიერეთ უკვე რეაბილიტირებული გზები და გავეცანით გზების იმ მონაკვეთებს, სადაც ინფრასტრუქტურის მოწყობაა აუცილებელი.
შეხვედრისას მოსახლეობას მომდევნო წლებში ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები გავაცანით. არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო აქტიური ტემპებით მუშაობა და მოსახლეობის წინაშე არსებული საკითხების მყისიერი გადაჭრა, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ლევან ზოიძემ.
კომენტარები