• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მომხრეები როგორ ამართლებენ ამას?” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:32 01-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
939

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

დილით, მუშაობის დაწყებამდე შესანიშნავ ცნობას გადავეყარე.
“ბათუმელები” იუწყებოდა:
“საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს”. 
ტკივილის, შეურაცხყოფისა და ღალატის ეპოქაში, როგორი სასიამოვნოა ასეთი ამბის გაგება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.
წარმომიდგენია, რა რთული გზა გაიარა ქ-ნმა ნათიამ ამ მწვერვალამდე, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს. ალბათ, მრავალჯერ გადალახა ეკვატორი, არაერთხელ ჩახედა თვალებში შტორმს, დიდი შრომით მოამზადა ორგანიზმი სხვადასხვა კლიმატთან შესახვედრად, შეისწავლა გემის მექანიზმი, მეზღვაურებთან ურთიერთობის ეთიკა. დღეს ქ-ნი კაპიტანი უკვე მათი თანასწორია, ვინც ქალის ამ საფეხურზე დაწინაურებას არასდროს ელოდა.
მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, ფლოტს ვერა, მაგრამ მოწესრიგებულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაფერის საზღვაო ინფრასტრუქტურასა და აკვატორიას შევქმნით, თევზჭერასაც მივყოფთ ხელს, შავი ზღის უსაფრთხოების სისტემაშიც ჩავერთქვებით ჩვენი ხომალდებით, და მაშინ კაპიტნის გამოცდილება დიდ დახმარებას გაგვიწევს.
“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”
ტელეფონთან მობრუნებულს დამხვდა ცნობა, რომ საქართველოში სასამართლო ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ციხეში უშვებს. ვერ შეფუთავთ! ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის და მეტი არაფრისთვის!
ნეტავ “ქართული ოცნების” მომხრეები როგორ ამართლებენ ამას? სინდისი, ნამუსი არ აწაუხებთ ამგვარი დაცემის გამო?
თუმცა, ჩვენთან ღირებულებებს, იდეებს ხომ დასცინიან. მათზე მნიშვნელოვანი არის ერთი ჯგუფის სარგებელი. გვიპასუხებენ, რომ ასეა საჭირო, რათა მომიტინგეები მოახრჩონ ანაკონდას სტრატეგიით. შეიძლება ვნებიანი შორისდებულებიც აღმოხდეთ: “უუუუხ! რა ჭკვიანურია ტროტუარებზე ხალხის დაჭერა… უუუუხ! რა მაგრა მოიფიქრეს! ვიიიიშ”.
მიეცით ყველაფრის უფლება, დახუჭეთ ყველაფერზე თვალი და ეს აქლემი თქვენს კართანაც დაიჩოქებს.
მგონი, ამის თქმაც აღარ ღირს. ამ პროპაგანდამ ისე მოუქცია ზოგიერთს საქმე, შვილები და შვილიშვილები რომ დაუჭირონ, იტყვიან ღირსები არიანო. ან ფეხებზე ჰკიდიათ, მაინც გახიზნული ჰყავთ თავიანთი საყვარელი ადამიანები და ჩვენ, ვინც ვერ შევძელით აქაურობის მიტოვება და არც ავტორიტარიზმს ვეგუებით, გადავჩეხილვართ! თვითონ ხომ აქვთ სანახაობა და სავიშვიშო…
ტროტუარზე რომ იჭერენ, ის ქვეყანაც გავხდით. კალენდარზე შემოვხაზოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved