• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მიერ განიავებული და გაცდენილი 8 წელი – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:52 10-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“ლელოს” გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველი პარტიის საპარლამენტო სია შეაფასა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველმა ძალამ ამოწურა მორალური და საკადრო რესურსი იმისათვის, რომ ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე. ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. რაც მთავარია, ადრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი იძლეოდნენ დაპირებებს და არ ასრულებდნენ, ახლა საერთოდ დაპირებებსაც აღარ იძლევიან,” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

“ლელოს” გენერალური მდივნის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს პროგრამული ნაბიჯი და არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც აღმოვჩნდით.

“ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს იმ უმძიმესი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომლესაც აქვს უნარი, გამოცდილება, ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. თუ როგორ შევაჩეროთ ეკონომიკური ვარდნა, როგორ შევაჩეროთ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, როგორ დავიწყოთ დასაქმების პრობლემის გადაჭრა, როგორ დავუბრუნოთ ადამიანებს სამუშაო ადგილები, აი ეს არის ახლა მთავარი ამოცანა. „ლელო“ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყოთ ყველა იმ მწვავე საკითხის გადაჭრა მოსახლეობისთვის, რომელსაც თანამოქალაქეები ეჯახებიან. „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი მოსახლეობისათვის განვლილ რვა წელთან დაკავშირებით. ეს კი მიანიშნებს იმას, რომ არ აქვს ხედვა და გეგმა. ისინი დარჩნენ წარსულში და საუბრობენ წარსულ პერიოდზე, რომელიც ჩვენ უკვე გადავფურცლეთ და ეს არის სწორედ მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მივიღეთ, უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადების სახით,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები სწორედ იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ და „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შეძლო რვა წლის განმავლობაში, რომ დაძლეულიყო სიღატაკის პრობლემა, შემცირებულიყო მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა. ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ მიმართულებით და უფრო მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე,” – განმარტა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved