• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დასანქცირებული წარმომადგენლები

ალია ავტორი - ალია
18:53 04-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

ანონიმური სანქციები

შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.

ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.

2025 წლის 3 მარტს ბალტიის ქვეყნებმა ჯამში 145 პირს დაუწესეს სამოგზაურო შეზღუდვა.  ლიეტუვა და ლატვიის მიერ დასაქნცირებული 90 პირის ვინაობა უცნობია, ხოლო ესტონეთის მიერ დასანქცირებული დარჩენილი 55 პირის ვინაობა აღბეჭდილია საინფორმაციო ბარათზე.

სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზარუო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია

2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.

მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:

  • ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი: გრიგოლ ლილუაშვილი.
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ნათია თურნავა.
  • ბიზნესმენები: ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე.
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: თორნიკე რიჟვაძე.
  • ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი: ილია წულაია.
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი: კახი ბექაური.
  • „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი: ლაშა ნაცვლიშვილი.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი: თინათინ ბერძენიშვილი.
  • მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
  • ტელეკომპანია „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი: ირაკლი რუხაძე.
  • ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი: თამაზ გაიაშვილი.
  • ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved