• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება” ცდილობს სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარ გამარჯვებად „შეასაღოს” – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:36 03-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

სტრასბურგის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ პასუხი გასცა ყველას ქვეყნის შიგნით, ვინც ამ ომში საქართველოს ადანაშაულებდა, მათ შორის “ქართულ ოცნებას”,- ეს განცხადება  “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

თუმცა სამადაშვილი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცდილობენ სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარ გამარჯვებად „შეასაღონ“, მაშინ როცა 2008 წლის ომში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ.

„ჩვენ მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ სწორედ რუსეთი იყო აგრესორი 2008 წელს და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა 2008 წელს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მაგრამ მე მიკვირს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ 2008 წლის ომი იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი და საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ სისტემატურად, დღეს კი ცდილობენ საზოგადოებას სტრასბურგის გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად “შეასაღონ”. ძალიან კარგია, რომ სტრასბურგმა პასუხი გასცა მათ შორის “ქართულ ოცნებას” და იმ პოლიტიკურ აქტორებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც წლებია საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ 2008 წლის სამხედრო აგრესიაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

“ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved