• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ქართული ოცნება სწორად ამბობს, რომ რომ მეგობარი აქტი მათ მიმართ ამერიკის მხრიდან მტრული ნაბიჯია“ – სერგი კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
16:29 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,148

დიპლომატი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ქართული ოცნება მიხვდა და სწორად ამბობს, რომ მეგობარი აქტი მათ მიმართ ამერიკის მხრიდან მტრული ნაბიჯია.

ქართული ოცნების და ოლიგარქის მიმართ არის ოღონდ მტრული ნაბიჯი.

საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ კი მეგობრული ნაბიჯი.

ამერიკის კონგრესი (და არა დიფსთეითი და მსგავსი ბოდვები, რომელსაც ქოცების გამობრძმედილი და ახალგამოჩეკილი პროპაგანდისტები იმეორებენ), სენატი და მალე პრეზიდენტი ტრამპიც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს, რომ
– ქართული ოცნება არის ამერიკის მტერი, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.
– ქართველი ხალხი არის ამერიკის მეგობარი, ყველა აქედან გამომდინარე შესაძლებლობით.

ესაა რეალობა.
პროპაგანდამ მცდარად აიტაცა, რომ მეგობრული კი არა მტრული აქტიაო.
კი, მტრული აქტია – ოცნების მიმართ.
და მეგობრული ქართველი ხალხის მიმართ….

რას სთავაზობს მეგობარი აქტი საქართველოს?

ამერიკელებს, მეგობარი აქტის მიხედვით, შეგვიძლია ვესაუბროთ და, მოვთხოვოთ კიდეც:
– უკეთესი სავაჭრო რეჟიმი, რაც ნიშნავს უამრავ ახალ ბიზნეს შესაძლებლობას, ინვესტიციას და ახალ ფულს
– სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია (მხოლოდ მკაცრად გაცემული ათწლიანი ვიზები კი არა, უფრო ლიბერალური, უვიზო რეჟიმის კი)
– აკადემიური პროგრამები, მეტი, შეიძლება ასობით და ათასობით ქართველი სტუდენტის სწავლება ამერიკის უნივერსიტეტებში
– სხვა ადამიანური, პროფესიული და ა.შ. კავშირების გაღრმავება
– თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, თავდაცვითი იარაღის შესყიდვით მიზნით. ასევე, უსაფრთხოების სფეროში ბევრი რამე – მაგალითად დეოკუპაციის მხრივ დახმარება, მაგალითად ფინანსური, დიპლომატიური და ა.შ.

სანაცვლოდ, ამერიკა გვეუბნება. ელემენტარული სტანდარტის მქონე დემოკრატია იყავითო.

ნორმალური ხელისუფლება, ამ ჩამოთვლილი მიზნებისთვის გამოიყენებდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას და ოთხ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ყოველ წელიწადს უნდა იკრიბებოდეს. მაგრამ, ეს სტრატეგიული ქარტიაც, პარტნიორობაც და სამუშაო ჯგუფებიც, ასევე ქართველი ხალხის ინტერესი, ქართულმა ოცნებამ უბრალოდ წყალს გაატანა.“

თეგები: სერგი კაპანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved