• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად და უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:29 10-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21


“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ხაზარაძე განმარტავს, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ეს არა პანდემიის, არამედ უუნარო მმართველი გუნდის დამსახურებით ხდება. 
მისი თქმით, ყველა რეალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა პანდემიამდე გამწვავდა, რადგან მოსახლეობა მასობრივად უმუშევარი რჩებოდა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

 
“უმუშევრობამ ქართული ოცნების უუნარო, ახლა უკვე 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 18.5%-ია, თუმცა, ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს,” – აცხადებს ხაზარაძე.

 
“ლელოს” დამფუძნებელი გარემო პირობების გაუარესების გამო თვლის, რომ დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. მმართველი გუნდი კი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს.


“500 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და “ქართულ ოცნებას” გეგმაც კი არ აქვს, თუ როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ შეეძლოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთ გამოსავალია, რომ ქვეყანა სირთულიდან გამოვიყვანოთ და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება. “ლელოს” გუნდმა არაერთხელ შესთავაზა ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა. “მარშალის გეგმით”, რომელიც “ლელომ” წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200.000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. ეს არის რუსეთს დაქვემდებარებული ძალა, რომელიც არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და ხალხზე. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა, ძლიერი და სწორი რეფორმა და „ლელომ“ ეს იცის, ჩვენს გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე!”- აცხადებს ხაზარაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved