• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ნამდვილი კოშმარია დემოკრატიისა და მედიისთვის” | RSF EU-სგან მოქმედებას და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:43 01-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

RSF თავდასხმის ფაქტებს სისტემატურსა და შოკისმომგვრელს უწოდებს. ორგანიზაცია ევროკავშირს მოუწოდებს, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ზომები მიიღოს.

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ორგანიზაციის თქმით, ჟურნალისტები პოლიციელების სამიზნეებად იქცნენ. გარდა ამისა, RSF-ში ხაზს უსვამენ იმას, რომ “ქართული ოცნების” პრორუსმა დეპუტატებმა დაჩქარებული წესით მიიღეს დრაკონული კანონები, რომლებიც რეპრესიებს ამძაფრებენ.

“ქართული ოცნება” ნამდვილი კოშმარია დემოკრატიისა და მედიისთვის, რომელიც თავისუფლების დათრგუნვის მიზნით პარტიის ქმედებებს ამხელს. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან.

RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, – თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.

ორგანიზაციას თავის განცხადებაში ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს, აღნიშნავს, რომ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანები, ხოლო რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სახის დაზიანებები მიიღო, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ და მათი ნაწილი სამსახურში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

გარდა ამისა, RSF ამბობს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ძალადობის ფაქტებზე ძალადობის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა “მისი ქრონიკული არაეფექტურობა იმედს არ ტოვებს იმისა, რომ შედეგი დადგება”.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დრაკონული კანონები პრობლემებს უქმნიან ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციების გაშუქებისას, ცრემლმდენი გაზისგან თავის დაცვის მიზნით იყენებენ პირბადეებს.

RSF კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2024 წელს, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო 103-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved