„ქართული ოცნება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებასა და მის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს.
„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.
გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ გუშინ, 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურად გამოაცხადა.














კომენტარები