• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

ალია ავტორი - ალია
15:22 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს. ამით ყველა იამაყებს. მათ შორის განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც. ისინი შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსწონთ ქალაქში განხორციელებული პროექტები. ისინიც აქ ცხოვრობენ, სარგებლობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით, მგზავრობენ ახალი ავტობუსებით, განახლებულ სკვერებსა და პარკებში სეირნობენ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი განხორციელებული საქმეებით ყველას ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება და ა.შ. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე  ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, კაპანაძის #4-ში  საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა კარგად ვხედავთ, რა გაკეთდა ჩუღურეთში, რამდენი ქუჩა, სტადიონი სკვერი მოეწყო. მართალია, რჩება გამოწვევები, მაგრამ მასაც გავართმევთ თავს.
ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება იქნება.  აღნიშნული შენობა დედაქალაქში ყველაზე ავარიული ნაგებობაა. ადამიანების სიცოცხლე უპირველესია. ამიტომაც, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე  კაპანაძის #4-ში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

კანდიდატები მოსახლეობას ქინქლაძის #24-ში, #125-ე საჯარო ბაგა-ბაღთან შეხვდნენ. აღნიშნული ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა და წლის ბოლოსვე დაიწყო მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა. ტერიტორიის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღი ხუთჯგუფიანი იქნება და ის 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების  სტანდარტები.
მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved