• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული ოცნება ჩაფლავდა და დროა კორუმპირებული მილიონრების პარტია პროფესიონალთა გუნდმა შეცვალოს – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:02 09-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დამსხვრეული ოცნებების მთავრობა ჩაფლავდა და სერიოზულ რეანიმაციას საჭიროებს. 220 ათასი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე, გამწვავებული სიღარიბე და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები – რეალობა, რომელის შეცვლას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეკონომიკის მყისიერი რეანიმაციით გეგმავს. ამ ფონზე, ვიდრე პანდემია ისედაც უმუშევრად დარჩენილ და გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას სრული ძალით შემოუტევს, პოლიტიკურმა მოძრაობამ მდგომარეობიდან გამოსვლის   სამაშველო გეგმა წარმოადგინა.

“220 ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი, 10 ათასი დახურული მცირე ბიზნესი, ათასობით ადამიანი, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დაკარგა – ასე გამოიყურება ის, რასაც მილიონერების პარტია “კრიზისის მართვას” უწოდებს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა ჩვენი ქვეყნის რეალობაა. ჩვენი ქვეყანა, პაციენტი რომ ყოფილიყო, ხოლო ეს მთავრობა ექიმი, უდავოა,  ცოცხალი ნადმვილად ვერ გადარჩებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ეს რეალობა, მანამდე დადგა ჩვენ წინაშე, ვიდრე პანდემია სრული ძალით შემოგვიტევდა. მაშინ როცა, 220 ათასმა რიგითმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი, ამ დროს ქართული ოცნება თავისი გუნდისა და მათი მეგობრებისათვის მილიონების კეთებით იყო დაკავებული. მათ არ ვადარდებთ ჩვენ – რიგითი მოქალაქეები. მათ არ იციან რას ნიშნავს სამსახურის ან სახლის გარეშე დარჩნა, რადგან ისინი ხალხის რეალობას მოწყვეტილი მილიონერები არიან. მათი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი თავისათვის ქონების მოხვეჭაა. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რაც წინ გველის. ქართული ოცნება ჩაფლავდა. ჩვენ გვაინტერესებს სად წავიდა ის 5 მილიარდი ლარი რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, მაგრამ მოქალაქეებამდე არც კი მისულა! ამ უკანასკნელი რამოდენიმე თვის მანძილზე, მე შევხვდი ასობით რიგით საქართველოს მოქალაქეს – იმ ადამიანებს ვინც დაკარგეს სამსახური, მიუხდათ ბიზნესის დახურვა ან/და ვინც ბანკის ვალის გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაკარგეს კრიზისის დროს. ნუთუა ეს არის კრიზისის მართვის წარმატებული მოდელი, რომლითაც ქართლი ოცნება ასე ამაყობს? ეს პარტია მოწყვეტილია ხალხს და ხალხის ყოფით რეალობას, ეს არის მილიონერებისაგანა შემდგარი პარტია, სადაც წარმოდგენაც არ აქვთ რას ნიშნავს სამსახურის ან სახლ-კარის დაკარგვა. ამ ადამიანებმა ვერ იგრძნეს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, ისინი მარტო დარჩნენ კრიზისულ სიტუაციაში მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თავისი გუნდის წევრებისა და მათი მეგობრებისათვის კრიზისის ხარჯზე მილიონებს აგროვებდა საკუთარ ჯიბეში. მთავრობა რომელსაც ხალხის გულისტკივილი ადარდებს ამას არ დაუშვებდა! საჭიროა, გავატაროთ სამაშველო გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისისაგან დავიცვათ. ახლა კი, ვიდრე სხვა მოქალაქეებიც დანარჩენ 200 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ და დამატებით ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩება, საჭიროა: განვახორციელოთ ეკონომიკის მყისიერი რეანიმაცია სერიოზული სამაშველო/საგანგებო გეგმის საფუძველზე და შევცვალოთ ხალხისაგან მოწყვეტილი კორუმპირებული მილიონერების პარტია პროფესიონალების გუნდით,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved