• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ბილბორდების პარტიად გადაიქცა – ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:46 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
????????????????????????????????????

????????????????????????????????????

Facebook-ზე გაზიარება
47

„მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა“-ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა. მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭვირვალე პარტია და ასევე  აპირებს არჩევნების ჩატარებას, თუმცა მათი ქცევები ევროპულ სტანდარტებს სცდება. 

„ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება მათი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან. არ მიდიან ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელონ და დისკუსია გამართონ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ  საუბრობენ  ეთერებში, გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობენ. ეს ყველაფერი არ ჯდება მათ განცხადებაში, რომ ევროპული სტანდარტისკენ მიდიან. მთელი ქალაქი გავსებული აქვთ ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება,  ყველა ადგილი დაკავებულია მათ მიერ. მოსახლეობისთვის კი სათქმელი არაფერი აქვთ,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ გეგმაზეც ისაუბრა და ლელოს „მარშალის გეგმის“ მთავარ ფაბულას გაუსვა ხაზი. 

„ლელოს“  დიდი ხანია, პროგრამა აქვს  წარმოდგენილი. ძალიან სერიოზული, დეტალური პროგრამა. „მარშალის გეგმის“ ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ გაურბიხართ ღია ფორმატებს, გამჭვირვალე ფორმატებს. კვლევამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 27%  ამბობს და დანარჩენი მოსახლეობის 70% არ ასახელებს, ან არ იცის, ჯერჯერობით რომელ პარტიას აძლევს ხმას. არ ასახელებს იცით რატომ?! იმიტომ, რომ ქვეყანაში შიშის სინდრომია დასადგურებული. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. თავდასხმები ოპონენტებზე, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისწავლეს. გახშირდა თავდასხმები „ლელოს“ პარტიის წევრებზე, მათ შორის, ზუგდიდში კონკრეტული ფაქტები გვაქვს ქალებთან მიმართებით. მაინტერესებს, სად არის პარლამენტის გენდერული საბჭო ამ დროს, რატომ არ იღებს ხმას. ამ კითხვებით მივმართე პარლამენტს, თუმცა უმრავლესობის წევრებს კითხვებზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს“ – განაცხადა კობერიძემ.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved