“ალიას” ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავასან “ქართული მარშის” ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ და მას პარტიაში მნიშვნელოვანი ადგილს და მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენას სთავაზობენ.
“არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. ოდნავ მოგვიანებით, მოგაწოდებთ ყველას ინფორმაციას”
შეგახსენებთ რომ, “ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა. პარტიის ყრილობა, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ჩატარდა.
გიორგი გაბედავა 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკურ პატიმრად იქნა ცნობილი და სწორედ ამ სტატუსით დატოვა ციხე. მას შემდეგ, როგორც სამოქალაქო პირი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, ყოველთვის აქტიურობს. იგი აქამდე პარტიული არასოდეს ყოფილა.
კომენტარები